150 წლის წინ ვერავინ იგებდა, რატომ იღუპებოდნენ ბავშვები მასობრივად... აი, თურმე რა ყოფილა მიზეზი!
150 წლის წინ ვერავინ იგებდა, რატომ იღუპებოდნენ ბავშვები მასობრივად... აი, თურმე რა ყოფილა მიზეზი!
ეს ფოტო გადაღებულია 1887 წელს. ერთი შეხედვით მასზე უჩვეულო არაფერია დაფიქსირებული, მაგრამ სინამდვილეში მათგან ერთ-ერთი ბავშვის ჯანმრთელობა, რომელსაც საწოვარა უჭირავს, საფრთხის ქვეშ არის!
ასეთი ჭურჭელი პოპულარული იყო ვიქტორიანულ ეპოქაში. ბოთლს მოჰყვებოდა რეზინის ან მეტალის მილი, რომლის ბოლოზეც დამაგრებული იყო საწოვარა. ერთი შეხედვით თითქოს ეს მოწყობილობა ნამდვილი მიგნება გახლდათ. მასში მოთავსებული სითხე არ იღვრებოდა და აქედან გამომდინარე 5 წლის ბავშვს შეეძლო გამოეკვება თავისი პატარა და-ძმები.

mshoblebi

პატარებს თავადაც შეეძლოთ ბოთლიდან საკვების მიღება ისე, რომ არაფერი დაესვარათ ირგვლივ. თუმცა საქმე ისაა, რომ ასეთი
კონსტრუქციის ბოთლების დეზინფიცირება შეუძლებელი იყო.
mshoblebi
ბოთლში მრავლდებოდა საშიში ბაქტერიები, რომლებიც საკვებთან ერთად ხვდებოდა ბავშვის ორგანიზმში. ანტიბიოტიკების და მრავალი სხვა პრეპარატების აღმოჩენამდე სხვადასხვა დაავადებით ბავშვების სიკვდილიანობა პიკს აღწევდა. მაგ: სტატისტიკის თანახმად, 1907 წელს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებით ახალშობილების 35% იღუპებოდა!
mshoblebi
იმდენად, რამდენადაც ასეთი ბოთლები ითვლებოდა მოდურ აქსესუარად, ბევრი მშობელი მას თვეობით არ ცვლიდა! 
ასეთი ბოთლები ХХ საუკუნის დასაწყისში აღიარეს ახალშობილების მკვლელებად...
mshoblebi
საყურადღებოა, რომ ეს ისტორია არაფერს ასწავლის ადამიანებს. ჩვენს დროში მასობრივად იწარმოება სხვადასხვა საწოვარა ბოთლი,
რომელიც ასევე წარმოადგენს ბაქტერიების გამრავლების წყაროს! ამიტომ, როდესაც თქვენი ბავშვისთვის ბოთლის შერჩევას შეუდგებით, არ დაიზაროთ მისი ნაწილებად დაშლა. დარწმუნდით, რომ მასში არ არის ისეთი დეტალები, რომ გასარეცხად მიუწვდომელი იყოს.
27145
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
```