ის ახლა სხვა ქალების უფლებებისთვის იბრძვის! ჩვენი დღევანდელი ამბის გმირი ლინდსი პარადისოა. ის 28 წლისაა და თავის მეუღლე მეთისთან ერთად ამერიკაში, ვირჯინიის შტატში ცხოვრობს. 2015 წლის ბოლოს ლინდსი დაფეხმძიმდა. მომავალი მშობლები უზომოდ გახარებული იყვნენ და ბავშვს წინასწარ სახელიც კი შეურჩიეს. სამწუხაროდ, მათი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა.
ორსულობის მე-18 თვის თავზე სამედიცინო გასინჯვისას აღმოჩნდა, რომ ნაყოფის კისერზე სწრაფი ტემპით ვითარდებოდა სიმსივნე. თავიდან ექიმები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი და ფიქრობდნენ, რომ სიმსივნე ზრდას შეწყვეტდა და ბავშვის დახმარებას მშობიარობის შემდეგ შეძლებდნენ, მაგრამ ორ კვირაში სიმსივნემ კიდევ 2-ჯერ მოიმატა ზომაში. ექიმებმა აღიარეს, რომ ბავშვის გადარჩენის შანსი 1%-ს არ აღემატებოდა.
დაყოვნება არა მარტო ნაყოფის, არამედ დედის სიცოცხლესაც საფრთხეში აგდებდა და ლინდსის ორსულობის შეწყვეტა შესთავაზეს. "ორსულობის 27-ე კვირაზე შეუძლებელია ნაყოფისგან ბუნებრივი მეთოდით გათავისუფლება, საჭიროა მისი დანაწევრება, რადგან ოპერაცია ასეთ შემთხვევაში ქალისათვის ძალიან მაღალი რისკია". - ასეთი კომენტარი გააკეთა მკურნალმა ექიმმა. ხანგრძლივი ფიქრის და სულიერი ტანჯვის ფონზე ლინდსი და მეთი აბორტზე დათნხმდნენ.
სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა არსებულმა კანონმდებლობამ, რადგან შტატებში აბორტი მხოლოდ მე-14 კვირაზეა ნებადართული. ამ ვადის შემდეგ აბორტი მხოლოდ რამდენიმე კლინიკაში და სამედიცინო ჩვენების მიხედვით კეთდება. ასე რომ, ლინდსი იძულებული გახდა სხვა ქალაქში გამგზავრებულიყო.
2016 წლის 20 თებერვალს ექიმებმა ლინდსის სამშობიარო ჭინთვების გამომწვევი პრეპარატი გაუკეთეს. ამ დროისთვის ორსულობის 23-ე კვირა იყო დამდგარი. ბავშვს გული თითქმის მაშინვე გაუჩერდა, მაგრამ მშობლებმა მაინც მოასწრეს მისი ხელში დაჭერა და გამომშვიდობება.
2 დღეში გოგონა დაკრძალეს, მაგრამ ამბავი ამით არ დასრულებულა. "მე გაცეცხლებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ ტრამპს სურს, ქალებს არჩევანი წაართვას. ყველა მისი განცხადება აბორტის აკრძალვის თაობაზე სუფთა წყლის იდიოკრატიაა. მე რომ 23-ე კვირის თავზე არ შემეწყვიტა ორსულობა, აღარასდროს მექნებოდა ცოცხალი შვილის ხელში დაჭერის და გამომშვიდობების საშუალება".
ლინდსი იმ აქტივისტების ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც განსაკუთრებულ შემთხვევაში აბორტის დროს ქალის უფლებებს იცავენ და ამავე დროს ფეისბუქში დაწერა ეს წერილი, რასაც 100 000 გაზიარება მოჰყვა.
ასევე იხილეთ: რა უნდა გააკეთოს წყვილმა, სანამ ორსულობას დაგეგმავს