„გზაში კი ჯერ იტირა, მერე გაბრაზებულმა მთხოვა, რომ მანდ აღარასდროს წამეყვანა...“ - ქეთი ყიფშიძის ემოციური პოსტი რამდენიმე წლის წინ ჩვენს ქვეყანაში ალბათ თითზე ჩამოსათვლელი ბავშვთა გასართობი ცენტრი არსებობდა. წლების განმაავლობაში ბაზარს უამრავი ცენტრი შეემატა და ეს სფერო შემოსავლიან ბიზნესადაც იქცა. იმის მიუხედავად, რომ თითქმის ყველას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ერთნაირი პროგრამა აქვს და ფაქტობრივად განსხვავებულს, სივრცის და ანიმატორების გარდა, ბავშვებს ახალს არაფერს სთავაზობენ, მათზე მოთხოვნა მაინც დიდია... ხშირ შემთხვევაში, მშობლები დავყვებით ხოლმე ბავშვების ნებას - სტუმრადაც მივდივართ ასეთ ადგილებში და თავადაც ვუხდით პატარებს იქ დაბადების დღეებს იმ მიზნით, რომ ჩვენ თუ არ დავრჩებით აღფრთოვანებულები, ბავშვები მაინც გაერთობიან რამდენიმე საათით.
თუმცა, როცა გართობის ნაცვლად ბავშვი დათრგუნული მოგყავს ასეთი ადგილიდან, ეს არც ისე სასიამოვნოა. და თუ პატარის მოწყენის მიზეზი არადაკვტაური თამაშები და ანიმატორებია, მაშინ საერთოდ დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე.
ყოფილმა ტელეწამყვანმა, ქეთი ყიფშიძემ სწორედ ამ თემას მიუძღვნა სტატუსი და ერთ-ერთ საკმაოდ წარამტებულ და ძვირად ღირებულ ცენტრში მომხდარი ამბავი გაასაჯაროა:
ასევე იხილეთ: უნდა გადავუხადოთ თუ არა ბავშვს დაბადების დღე გრანდიოზულად - შეწუხებული მშობლის წერილი
„არ მინდოდა დამეწერა ასე საჯაროდ ჩემს კედელზე ამ ადგილის შესახებ, მათ დავუწერე, მაგრამ აქეთ შეტევაზე გადმოვიდნენ. მოკლედ, გუშინ ბავშვი მყავდა დაბადების დღეზე, ყველანი მეგობრები იყვნენ ძირითადად და კარგად გაერთნენ, თუ არ ჩავთვლით წამყვანის არაადეკვატურ თხოვნებს: "დედებს საფულე ამოაცალეთ და მომიტანეთ!" "ერთმანეთი ხელში აიყვანეთ", და ა.შ.
ბოლოს იმით დაამთავრეს, რომ იუბილარის გარდა 4 თუ 5 ბავშვი დაასახელეს, რომლებიც ყველაზე ლამაზები იყვნენ, ყველაზე კარგად ცეკვავდნენ და ყველაზე ჭკვიანები იყვნენ და რაღაც ლენტები დაკიდეს. მერე კი თამაშში ვითომ "დამარცხებულ" ბავშვებს თამაშის უფლება არ მისცეს.
უნდა გენახათ სხვა ბავშვების იმედგაცრუებული სახეები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მათაც დაასახელებდნენ. ელენეს ისე ეტირებოდა, ტორტი აღარ ჭამა და მთხოვა წამომეყვანა, გზაში კი ჯერ იტირა, მერე გაბრაზებულმა მთხოვა რომ მანდ აღარასდროს წამეყვანა.
ვინმემ მითხარით, რომ არ ვტყუი და პატარა ბავშვებს ასე გული არ უნდა ატკინო, როდესაც ბავშვთა ცენტრი ხარ".
თეკლა ჟვანია