ადამიანებზე ჩატარებული ყველაზე არაადამიანური ექსპერიმენტები - სადამდე მიდის ფანტაზია?
ადამიანებზე ჩატარებული ყველაზე არაადამიანური ექსპერიმენტები - სადამდე მიდის ფანტაზია?
პატარა ალბერტი (1920)
ბიჰევიორიზმის ავტორი, ფსიქოლოგი, ჯონ უოტსონი შიშისა და ჰობიების წარმომავლობაზე მუშაობდა: როგორ აღმოცენდება, რასთან არის დაკავშირებული, შეიძლება თუ არა მათი ხელოვნურად შექმნა? ერთ-ერთი თავისი ექსპერიმენტი უოტსონმა ჩაატარა უდედმამო, 9 თვის ბავშვზე სახელად - ალბერტზე.

პირველი 2 თვის მანძილზე ბავშვს აჩვენებდნენ სხვადასხვა ობიექტს, რომლებიც ჰგავდნენ ერთმანეთს: თეთრ ვირთხას, ბაჭიას, ბამბის გორგალს, წვერიანი სანტა კლაუსის ნიღაბს და სხვადასხვა მსგავს ნივთს. თავიდან ალბერტს არ ეშინოდა ვირთხის და თამაშობდა მასთან. ცოტა ხანში
უოტსონმა ექსპერიმენტში ჩართო გამაღიზიანებელი ელემენტი: ის მეტალის ფირფიტაზე ჩაქუჩს ურტყამდა მაშინ, როდესაც ალბერტი ხელს კიდებდა ვირთხას. მალე ბავშვს ჩამოუყალიბდა რეფლექსი - ის აღარ ეხებოდა ვირთხას, რათა არ გამოეწვია ჩაქუჩის ხმა.
mshoblebi
ერთი კვირის შემდეგ ვირთხა მოათავსეს ბავშვის საწოლში და ისევ გამოიწვიეს ხმაური. ამის შემდეგ ბავშვი იწყებდა ტირილს ვირთხის დანახვაზე. უოტსონი დაინტერესდა, იგივე რეაქცია ექნებოდა თუ არა ბავშვს ვირთხის მსგავსი - თეთრი და ფუმფულა გამღიზიანებლის დანახვაზე (ბამბის გუნდა, თეთრწვერიან სანტას ნიღაბზე)... ალბერტი იწყებდა ტირილს. ამგვარად, უოტსონმა დაასკვნა, რომ ბავშვებს გადააქვთ ფობიები მსგავს ობიექტებზე. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ბავშვის შიშისაგან გათავისუფლება მან ვერ შეძლო. სიცოცხლის ბოლომდე ალბერტს ეშინოდა ყველაფრის, რაც ახსენებდა მას ვირთხას... ალბერტი 6 წლის
ასაკში წყალმანკისგან გარდაიცვალა.

მილგრემის ექსპერიმენტი (1963)
mshoblebi
ექსპერიმენტის სცენარი შემდეგნაირი იყო: ცდაში მონაწილეობდა სამი ადამიანი. მკვლევარი, "მასწავლებელი" და " მოსწავლე". "მასწავლებელი" თვლიდა, რომ ორივე მონაწილე (მასწავლებელი და მოსწავლე) თანაბარუფლებიანები იყვნენ, ხოლო ექსპერიმენტზე პასუხისმგებელი - მკვლევარი იყო. მასწავლებლის მოვალეობაში შედიოდა ეიძულებინა მოსწავლე შეესრულებინა ადვილი დავალებები დამახსოვრებაზე. მოსწავლეს აბამდნენ სავარძელზე ელექტროდებით. თითოეულ შეცდომაზე მასწავლებელი "სჯიდა" მოსწავლეს 45-ვოლტიანი სიძლიერის დარტყმით, ძაბვას თანდათან ზრდიდა და ბოლოს 450-მდე ადიოდა. თუმცა რეალურად არანაირი ძაბვა არ გადიოდა მავთულებში - "მოსწავლე" ძალიან დამაჯერებლად თამაშობდა. ჯერ გამოხატავდა დისკომფორტს, შემდეგ ტკივილს, ხოლო 150 ვოლტზე "მოსწავლე" ითხოვდა ექსპერიმენტის შეწყვეტას. ამ მომენტში საქმეში ერთვებოდა მკვლევარი, რომელიც მასწავლებლისგან მოითხოვდა ექსპერიმენტის გაგრძელებას. მკვლევარი არწმუნებდა ექსპერიმენტის მონაწილეს, რომ მთელ პასუხისმგებლობას მის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე თავის თავზე იღებდა. ექსპერიმენტის შედეგებმა გააოცა მილგრემი, რომელიც მანამდე თვლიდა, რომ მიდრეკილება უპირობო მორჩილებისკენ მხოლოდ გერმანელებს შეუძლიათ. აღმოჩნდა, რომ ამას არანაირი კავშირი არ ჰქონია ნაციონალობასთან. ცდის პირველ სერიაში 40 მონაწილიდან 26 მორჩილად უმატებდა ძაბვას იქამდე, სანამ მკვლევარი არ ეტყოდა, შეეწყვიტა წამება.
mshoblebi
თითქმის არც ერთი "მოსწავლე" არ ითხოვდა ექსპერიმენტის შეწყვეტას და უარს არ ამბობდა თავის როლზე. არც ერთი არ გაჩერებულა 300 ვოლტამდე. ამ მომენტში მსხვერპლი იწყებდა ყვირილს: "შეწყვიტეთ! აღარ შემიძლია კითხვებზე პასუხის გაცემა!".

პროექტი "ავერსია" (1970-1989)
ამ ექსპერიმენტში ძაბვა ნამდვილად გადიოდა სადენებში.
mshoblebi
ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტმა პოლკოვნიკ ობრი ლევინის ხელმძღვანელობით, რომელიც 18 წელი გრძელდებოდა, ათასობით დამახინჯებული სხეული და სული დატოვა. ექსპერიმენტი გულისხმობდა ჰომოსექსუალი ჯარისკაცებისთვის ორიენტაციის შეცვლას. ინსტრუმენტად იყენებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ელექტროშოკურ პრეპარატებს, ქიმიურ კასტრაციას და სქესის ოპერაციის გზით შეცვლას. 1973 წლამდე ჰომოსექსუალობა ამერიკელი ფსიქიატრების ასოციაციის მიერ მიღებული იყო ფსიქოლოგიურ გადახრად. ითვლებოდა, რომ ეს იყო დაავადება, რომლის განკურნებაც შესაძლებელი იყო.


ასევე იხილეთ: ბიჭი, რომელსაც ექიმის ექსპერიმენტმა ცხოვრება დაუმახინჯა


ექსპერიმენტის მონაწილეს აჩვენებდნენ შიშველი მამაკაცის შავ- თეთრ ფოტოს. თუ ის მცირედით გამოავლენდა აგზნებას - მას დენს ურტყამდნენ. ამის შემდეგ აჩვენებდნენ შიშველი ქალის ფერად სურათს, იმედოვნებდნენ, რომ გაამძაფრებდნენ მის სექსუალურ რეაქციას, მაგრამ ვერანაირ აგზნებას ვერ აფიქსირებდნენ ჰომოსექსუალი მამაკაცების მხრიდან. პაციენტებს შორის იყვნენ ქალებიც. ექსპერიმენტის აღწერიდან იყო შემთხვევები, როდესაც ძაბვა იმდენად მაღალი იყო, რომ პაციენტებს ფეხსაცმელი სძვრებოდათ ფეხიდან. "ეს იყო საკმაოდ ტრავმული, არ მეგონა, რომ მისი სხეული ამას გაუძლებდა", - აღიარებს ერთ-ერთი ინტერნი, რომელიც მონაწილეობდა ექსპერიმენტში.
აშშ-ში ჰომოსექსუალიზმი ავადმყოფობად ითვლებოდა 1973 წლამდე, მაგრამ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა არ აღიარებდა ამ გადაწყვეტილებას და აგრძელებდა ექსპერიმენტს. ერთ-ერთ სამხედრო გეის ჩაუტარდა ქიმიური კასტრაცია 1980 წელს. სანამ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა, მან ჩაწერა ფირი, სადაც მოყვა, თუ როგორ აწამებდნენ ჯარისკაც- ჰომოსექსუალებს ჯარში. ის აღწერდა შემთხვევას, როგორ აიძულეს ოფიცრებმა, მონაწილეობა მიეღო ქალების ჯგუფურ გაუპატიურებაში, რომლის მიზანი იყო მისი ორიენტაციის "გამოსწორება". ლევინი გაიქცა კანადაში 1990 წელს, რათა თავიდან აეცილებინა გასამართლება.

სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი (1971)
mshoblebi
"შეუქმენით მსჯავრდებულებს შიშის, უნუგეშობის განცდა, მიახვედრეთ, რომ მათი ცხოვრება მთლიანად კონტროლირებადია სისტემის, თქვენ და ჩვენ მიერ. დაე მიხვდნენ, რომ არავითარი პირადი სივრცე არ გააჩნიათ... ჩვენ სხვადასხვა მეთოდით წავართმევთ მათ ინდივიდუალობას"... ასეთი სიტყვებით მოუწოდებდა ფსიქოლოგი ფილიპ ზიმბარდო. მან ჩაიფიქრა და განახორციელა ფსიქოლოგიური კვლევა კონფლიქტური სიტუაციების შექმნის დროს ციხის დარაჯებსა და მსჯავრდებულებს შორის. ყველა მონაწილე იყო მოხალისე, მათ იყვანდნენ გაზეთებში არსებული განცხადებებიდან. შემთხვევითი შერჩევის წესით, 24 კაცისგან შემდგარი ჯგუფი დაყვეს მსჯავრდებულებად და ზედამხედველებად. მსჯავრდებულებს ეკრძალებოდათ ქვედა საცვლების ტარება. ისინი რამდენიმეჯერ გადიოდნენ საკმაოდ დამამცირებელ პროცედურებს, სახელების მაგივრად მათ მინიჭებული ჰქონდათ ნომრები.
mshoblebi
თავიდან ექსპერიმენტის მონაწილეები არ იღებდნენ ამას სერიოზულად, ისინი აღიქვამდნენ როგორც თამაშს. მაგრამ თანდათან ზედამხედველები ხდებოდნენ სასტიკები: ისინი აძლიერებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მსჯავრდებულების მიმართ, უყვიროდნენ, აღვიძებდნენ შუაღამით, აიძულებდნენ უაზრო ბრძანებების შესრულებას, ამწყვდევდნენ კარცერში უმნიშვნელო მიზეზის გამო. მოგვიანებით, ისინი, ვინც ზედამხედველის როლს ასრულებდა, აღიარებდა, რომ მსჯავრდებულებს ვეღარ აღიქვამდნენ ადამიანებად - ისინი მათ ექცეოდნენ როგორც საქონელს. მსჯავრდებულებს შორისაც მოხდა ცვლილება: რამდენიმე მონაწილე გამოეთიშა "თამაშს" ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, ნაწილი ისეთ შიშს განიცდიდა ზედამხედველების მიმართ, რომ იძულებულები იყვნენ ექსპერიმენტი შეეჩერებინათ.


ასევე იხილეთ: უფსკრულიდან გადაცვენილი ჩვილები და სავარჯიშოდ ნათხოვარი ობლები - ყველაზე აღმაშფოთებელი ექსპერიმენტები ბავშვების მონაწილეობით


იოზეფ მენგელე - სიკვდილის ანგელოზი
ამ ადამიანის დანაშაული განუზომელია არა მხოლოდ იმ ადამიანების წინაშე, ვისი სიცოცხლეც ჯოჯოხეთად აქცია, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე. ტყუილად როდი უწოდეს “სიკვდილის ანგელოზი”. ეს იყო ადამიანი, რომელიც ნაცისტების მიერ შექმნილ ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ საკონცენტრაციო ბანაკში – ოსვენციმში მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს და უსასტიკეს ექსპერიმენტებს ატარებდა ებრაელ ტყვეებზე.
mshoblebi
განსაკუთრებულად აინტერესებდა ტყუპების ფენომენი. სწორედ ამის გამო, ტყვეთა შორის ათასობით ტყუპი ბავშვი გამოარჩია, რომლებსაც თავის გიჟურ ცდებში იყენებდა. ის ბავშვებს ერთმანეთზე აკერებდა – ცდილობდა თავად შეექმნა სიამის ტყუპები, კვეთდა მათ ორგანოებს და ხელახლა ამაგრებდა... აკეთებდა ყველაფერს, რაც თავში მოუვიდოდა და უამრავი ბავშვი თუ მოზრდილი ეწირებოდა მის სიგიჟეს. ატარებდა ცდებს ანესთეზიის გარეშე ორგანოების გადანერგვის, ექსპერიმენტებს მჟავებით და ელექტროენერგიით... მისი მსხვერპლი ათობით ათასი ადამიანი გახდა.
mshoblebi
ომის დამთავრების შემდეგ მან სასწაულებრივად მოახერხა გაქცევა ისე, რომ ყველა საბუთი გაანადგურა. სახელი არაერთხელ შეიცვალა და რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში მშვიდად იცხოვრა. ბოლოს, 1979 წელს, ბრაზილიაში, ზღვაზე დასვენების დროს გარდაიცვალა გულის შეტევით... ის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი უსასტიკესი ადამიანი.

ასევე იხილეთ: ვინ არიან სინამდვილეში მინიონები - ბევრ ქვეყანაში მშობლები უკრძალავენ ბავშვებს ამის ყურებას

15970
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი