თბილისში შეძენილ სათამაშოებში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა
თბილისში შეძენილ სათამაშოებში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა
სათამაშოების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია და ხშირად რომ საშიში უფროა მათი გამოყენება, ვიდრე სახალისო, ამაზეც გვისაუბრია არაერთხელ (იხილეთ სტატია). ამჯერად მომხმარებელთა ფედერაციამ გამოიკვლია რამდენიმე სათამაშო, მომხმარებელთა თხოვნით და შედეგები გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად საშიშია ის პროდუქცია, რასაც ბავშვებისთვის ვყიდულობთ.


"სხვადასხვა ტიპის სათამაშოების შემოწმების პროცესში, ერთერთ მაღაზიაში 2016 წლის 30 ნოემბერს,შევიძინეთ სამი დასახელების სათამაშო: თოფები, მშვილდ-ისარი და საქსოვი რეზინების ნაკრები. სამივე სათამაშო გავგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში მათში ფტალატების შემცველობის დასადგენად.

ლაბორატორიიდან
მიღებული პასუხების მიხედვით, ორ სათამაშოში აღმოჩნდა ფტალატების გადაჭარბებული შემცველობა: დი-2-ეთილჰექსილფტალატის (DEHP), დი-იზონონილფტალატის (DINP) და დი-ბუტილფტალატის (DBP).
mshoblebi


ასევე იხილეთ: ამ ფერადი რეზინების შესახებ ეს უნდა იცოდეთ - ლუმ ბანდსების სკანდალი


მომხმარებელს აქვე განვუმარტავთ, რომ DEHP და DINP ფტალატების გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია (დაშვებული შემცველობაა არა უმეტეს 1მგ/გ). ხოლო ნივთიერება დი-იზონონილფტალატი (DINP) საშიშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათამაშოს ბავშვი პირში ჩაიდებს. საქართველოში ეს შეზღუდვები დაწესებული არ არის". 
momxmarebeli.ge
1714
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?