"ჩვენ აღარ გვიყვარს ერთმანეთი, არც საუკეთესო მეგობრები ვართ, ზოგჯერ ვერც ვიტანთ ერთმანეთს, მაგრამ...” თავისი 4 წლის ბიჭის - ბრიუსის ხათრით ამერიკელი ვიქტორია და ადამი ყოველწლიურად აგრძელებენ ოჯახური ფოტოების გადაღებას. ვიქტორია ბოლდუინი პროფესიით ფოტოგრაფია. მისი მშობლები გაშორებულები იყვნენ და მას არ დარჩა ბავშვობის არც ერთი ფოტო, სადაც დედა, მამა და თვითონ ერთად იყვნენ გადაღებული. ამიტომ როდესაც თავის მეუღლეს - ადამს დაშორდა, ვიქტორიამ გადაწყვეტილება მიიღო: მან დაპატიჟა ყოფილი მეუღლე ოჯახური ფოტოსესიისთვის. ასე გრძელდება ყოველ წელს.
ვიქტორიამ Facebook-ში თავის პოსტს 4 ოჯახური ფოტო დაურთო. პირველ ორ ფოტოზე წყვილი ჯერ კიდევ არ იყო დაშორებული ერთმანეთს, ხოლო დანარჩენ 2 ფოტოზე უკვე განქორწინებულები არიან. ვიქტორიას პოსტმა 13 000 მოწონება დააგროვა.
"ჩვენ აღარ გვიყვარს ერთმანეთი, არც საუკეთესო მეგობრები ვართ, ზოგჯერ ერთმანეთსაც კი ვერ ვიტანთ. მაგრამ ყოველთვის დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან, რადგან ჩვენ გვყავს არაჩვეულებრივი, ჭკვიანი და კეთილი ბიჭუნა, - წერს ვიქტორია, - მე და ადამი არ ვართ სანიმუშო მშობლები, მაგრამ განქორწინების დროს მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი ბიჭის კეთილდღეობისთვის ორივე ჩვენს წვლილს შევიტანდით მის ცხოვრებაში. ამიტომ გავაგრძელებთ ოჯახური პორტრეტების გადაღებასაც, ყოველწლიურად... ფოტოებს ვსვამთ ჩარჩოში და ვკიდებთ ბრიუსის ოთახში. ასე გაგრძელდება ყოველწლიურად. მე და ადამი ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა. ჩვენ არა მარტო ყოფილი ცოლ-ქმარი, არამედ ბრიუსის მშობლები ვართ და ეს ყველაფერზე მაღლა დგას".
ქმრის წერილი ყოფილ ცოლს – ამის შემდეგ, ალბათ, ბევრი ქალი გადაიფიქრებდა განშორებას