8 წლის გოგონა ოთხზე დადის, იატაკიდან ჭამს და ვერ ლაპარაკობს ინდოეთის ჩრდილოეთით, სურეშ იადავის ტერიტორიაზე, პოლიციელებმა ტყეში იპოვეს გოგონა, რომელიც მაიმუნებთან ცხოვრობდა. სამართალდამცველები კატარნიაგხარის ნაკრძალის სამორიგეო დათვალიერებას ახორციელებდნენ, რომ მათი ყურადღება უცნაურმა ბავშვმა მიიპყრო – გოგონა სრულიად შიშველი იყო, გამხდარი და უცნაურად იქცეოდა.
როდესაც ბავშვი ჯუნგლებიდან მოჰყავდათ, მაიმუნებმა საშინელი ხმაური ატეხეს და თავიანთი უკმაყოფილება გამოხატეს, გოგონაც ეწინააღმდეგებოდა პოლიციელებს და მის იქიდან წამოსაყვანად სამართალდამცველებს დამატებითი ძალების ჩართვა დასჭირდათ.
ამჟამად 8 წლის გოგონა, ჩაცმული და დაბანილი, საავადმყოფოშია. ის ვერ ლაპარაკობს, იატაკიდან ჭამს და ოთხით დადის. პოლიცია მისი ვინაობის და იმის დადგენას ცდილობს, როგორ აღმოჩნდა ის ტყეში.