ბორჯომში ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი ხევში გადავარდა და დაიღუპა
ბორჯომში ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი ხევში გადავარდა და დაიღუპა
ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევში უბედური შემთხვევა მოხდა. გორის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები ბორჯომის ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ეკლესიის მოსალოცად კლდოვან ადგილზე ასულ ერთ-ერთ პედაგოგს ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა.
კოლეგებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თამარ გოზალიშვილის ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 58 წლის გოზალიშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

სკოლის დირექტრის, ვახტანგ სუხიტაშვილის განცხადებით, გარდაცვლილს სხეულზე კლდეზე ვარდნის შედეგად მიღებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

გოზალიშვილი გორის მე-3 საჯარო სკოლაში დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. გარდაცვლილის კოლეგების განცხადებით, ქვაბისხევში აღნიშნულ მონაკვეთზე საკმაოდ
სახიფათო ადგილებია და დამცავი ჯებირები გაკეთებული არ არის, რის გამოც ტრაგედია მოხდა.
"ინტეპრესნიუსი"
წაიკითხეთ ასევე: რამდენად სავალდებულოა ექსკურსიები
"შეეშვით ამ ვითომ "გასტროლებს" და "ზბორებს" - შეშფოთებული მშობლის წერილი

ტეგები: ექსკურსია
8394
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?