ამ გოგონას გმირობამ და მიზანდასახულობამ მსოფლიო აალაპარაკა ელი ნევილმა ფულის აგროვება 5 წლის ასაკში დაიწყო. ელის მამა - ლინ ლევილი იშვიათი სახეობის სისხლის სიმსივნით იყო დაავადებული და 2005 წელს საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. 2010 წელს კი ექიმების არასასურველი პროგნოზებით დაიბადა გოგონა.
ელიმ გადაწყვიტა, მოეგროვებინა შემოწირულობები იმ საავადმყოფოსთვის, სადაც მკურნალობდნენ მამამისს. ელი მაშინ 5 წლის იყო. მან მოიპოვა პირველი ადგილი სასკოლო კონკურსზე, სადაც ოჯახის წევრების დახმარებით გააკეთა კოლაჟი თავისი საგვარეულო საგრაფო (უელსის) დროშისთვის. საპრიზო ფონდი შეადგენდა 20 გირვანქას. თავიდან ელი გაბრაზდა ფულადი პრიზის მოგების გამო, რადგან მისმა მეგობრებმა პრიზების სახით სააღდგომო კვერცხები მიიღეს და გოგონასაც უნდოდა კვერცხი. მოგებული თანხის ნაწილი გადაცვალა კიდეც კვერცხებზე.
ეს კი დროშაა, რომლის დამზადებასა და დიზაინზე მთელი ოჯახი მუშაობდა...
გარკვეული დროის შემდეგ გოგონამ გადაწყვიტა, ნამუშევარი გამოეტანა აუქციონზე, რათა მოეგროვებინა თანხა საავადმყოფოს მე-10 განყოფილებისთვის, რომლის პერსონალმაც ოდესღაც სიცოცხლე შეუნარჩუნა მამამისს. თანხა საჭირო იყო განყოფილებაში რემონტის გასაკეთებლად და თანამედროვე აპარატურის შესაძენად. თავიდან ელის უნდოდა 500 ფუნტი სტერლინგის შეგროვება, მაგრამ საქმე ისე კარგად წავიდა, 1 წლის მანძილზე 100 000 გირვანქამდე შეაგროვა. საავადმყოფოსთვის გაწეული დახმარებისთვის ელი დაჯილდოვდა ლორდების პალატის პრიზით British Citizen Youth Award, ასევე ჯილდო გადასცა თავისი საყვარელი ქალაქის - პემბრუკის ხელისუფლებამ.
ელის მოგროვილი თანხით საავადმყოფომ უკვე შეიძინა ახალი აღჭურვილობა მე-10 განყოფილებისთვის, რაც დაეხმარება სიმსივნით დაავადებულ ავადმყოფებს გამოჯანმრთელებაში. "ჩვენ ვერც ვიოცნებებდით ამაზე, ეს უბრალოდ დიდი წარმატებაა, - ამბობს ლინი. - ვამაყობთ იმით, რაც შეძლო ელიმ".