„უსაზღვროდ მიყვარს ჩემი დაფშტვენილი ქვეყანა... ამ ქვეყანაში ვსუნთქავთ მე და ჩემი მეგობრები ერთნაირად მოწამლულ ჰაერს“
„უსაზღვროდ მიყვარს ჩემი დაფშტვენილი ქვეყანა... ამ ქვეყანაში ვსუნთქავთ მე და ჩემი მეგობრები ერთნაირად მოწამლულ ჰაერს“
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტიურია, მისი ბლოგს კი მუდამ მრავალრიცხოვანი მკითხველი ჰყავს. დღეს, ნათიამ სამშობლოზე და ზოგადად ქართველ ხალხზე საინტერესო ნააზრევი პოსტად გამოაქვეყნა, რომელმაც როგორც მისი ფეისბუქ მეგობრები წერენ, ილიას „ბენდიერი ერი“ გაახსენა:

„უსაზღვროდ მიყვარს ჩემი დაფშტვენილი ქვეყანა. ამ ქვეყანაში განვიცდი ყველაზე მეტ პირად გრძნობას, ამ ქვეყანაში ვიცინი და ვტირი, ამ ქვეყანაში ვბრაზობ და ვხარობ, ამ ქვეყანაში ვუყვარვარ და ვძულვარ, ამ ქვეყანაში ვსუნთქავთ მე და ჩემი მეგობრები ერთნაირად მოწამლულ ჰაერს, ამ ქვეყანაში ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ისტერიული ხალხი, რომელსაც
არ შეუძლია ზრდასრული აზრის ქონა და განცდის მონელება, ჩაღრმავება, ზედაპირზე ტეხენ ვაიუშველებელს და მიღმა რჩებათ მთავარი და ნამდვილი პრობლემები. ისტერიულობაა ამ ქვეყნის მოსახლეობის ხსნაც, რომ არ გადაიწვან ადამიანები ამდენი ნამდვილი პრობლემისგან და ტრაგედიისგან, ვერ ჩავიდნენ აზრით და გრძნობით ტკივილის სიღრმეში და ჩაანაცვლონ ნამდვილი ტკივილი იმ უმნიშვნელო განცდებით, რომლის მონელების უნარიც აქვთ და ისტერიულობაა ამ ქვეყნის მოსახლეობის პრობლემაც, - სიღრმისეული განცდის გადამუშავების გარეშე სულიერ გარდატეხას რომ ვერ ახერხებს და ერთ ადგილს ტკეპნის დიდხანს.
მიყვარხარ ჩემო სამშობლო, ბავშვს გავხარ, სათამაშოს რომ მიაჩეჩებენ, უფროსები რომ არ შეაწუხოს და შენც გაწყობს, იყო ბავშვი. საყვარელი ხარ, ზედმეტად საყვარელი.
ძალიან მიყვარს სიყვარულის შეგრძნებით გაღვიძება. თინათინის უკბილო ღიმილით, დამაკავშირებელი რომ გახდა სამყაროსთან, თავიდან სიცოცხლეში ჩაბმასთან. პირველი მისი ღიმილია. ასე თენდება.“
თეკლა ჟვანია

6322
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი