13 წლის იყო, როდესაც დედამისს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა მაშინვე გააფრთხილეს, რომ გამოჯანმრთელების შანსი არ ჰქონდა... ხუან რიოს კანტი 13 წლის იყო, როდესაც დედამისს სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა მაშინვე გააფრთხილეს, რომ გამოჯანმრთელების შანსი არ ჰქონდა. ბიჭისთვის ეს ნამდვილი შოკი აღმოჩნდა. მისთვის ძნელი დასაჯერებელი იყო ის, რომ მალე დედამისი ცოცხალი აღარ იქნებოდა.
მთავარი კი ის იყო, ადრევე რომ მიემართა დედას ექიმებისთვის, ასეთი შედეგი არ ექნებოდა. დაავადება შორსწასული აღმოჩნდა და ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება რაც შეიძლებოდა მალე ჩაეტარებინათ სარძევე ჯირკვლის ამპუტაცია. საბედნიეროდ, კანტის დედა გადარჩა.
როგორც კი ბიჭის დედამ გაიარა რეაბილიტაცია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ხუანმა გადაწყვიტა ამ დაავადებასთან ბრძოლის გეგმა შეემუშავებინა.
მან დაიწყო სიმსივნის ყველა ასპექტის შესწავლა, რაც შანსს მისცემდა მილიონობით ქალს დაემარცხებინა მომაკვდინებელი სენი. 17 წლის ასაკში შექმნა კომპანია, რომელსაც ჰქვია Higia Technologies. კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ სიმსივნის ადრეული სტადიის გამოვლინებასა და მასთან ბრძოლაზე.
კომპანიამ უკვე მოახდინა გარღვევა თავის სფეროში - შეიქმნა ბიუსტჰალტერი, 200-ზე მეტი მოწყობილობით, რომელიც ანალიზს უკეთებს ნებისმიერ ცვლილებებს სარძევე ჯირკვალში. ამის შემდგომ მონაცემები ეგზავნება სპეციალისტებს, რომლებიც ნიშნავენ მკურნალობას.
ბიუსტჰალტერის მუშაობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ტემპერატურული ცვლილებების კონტროლი, რომელიც გამოწვეულია სიმსივნის განვითარებით. საკმარისია კვირაში 1-1,5 საათის განმავლობაში ბიუსტჰალტერის ტარება, რათა შეგროვდეს საკმაოდ ზუსტი მონაცემები ამ თუ იმ ცვლილებების თაობაზე. ამ ეტაპზე მოწყობილობა გადის კლინიკურ შემოწმებას და ტესტირებას. უკვე უახლოეს პერიოდში მას მასობრივ მოხმარებაში ჩაუშვებენ და ნებისმიერი ქალისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ახლა ხულიანი 18 წლისაა და უკვე საკუთარი კომპანიის მფლობელია. მან ტექნოლოგიური გარღვევა მოახდინა. გადატანილი ტრაგედია გახდა სტიმული იმისა, რომ კაცობრიობისთვის ასეთი სასარგებლო რამ შეექმნა.