ნათლობის ცერემონია სამების ტაძარში ჩატარდა (+ფოტოები) "კომედი შოუს" მსახიობი ვასო ფხაკაძე ორი შვილის მამა. მისი მეუღლე მოდელი და იურისტი ლიკუნა მეტრეველი გახლავთ. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ნინა და ნიტა. ნიტა ოჯახს მაისის თვეში შეემატა. რამდენიმე დღის წინ კი მშობლებმა პატარა გააქრისტიანეს.
ნათლობის ცერემონია სამების ტაძარში ჩატარდა, ნათლიებს შორის ერთ-ერთი სასულიერო პირია.
თანამედროვე ტენდეციების მიხედვით, ახალშობილის ფოტოს გამოქვეყნებას ერიდებიან ხოლმე. ვასოს და ლიკუნას შემთხვევაშიც ასე იყო, ნიტას ფოტოებს სოციალურ ქსელში არ ასაჯაროებდნენ, მაგრამ ნათლობის შემდეგ სოცილაური ქსელის მომხმარებლებმა ფხაკაძეების ოჯახის ახლი წევრიც გაიცნეს.
თეკლა ჟვანია