მშობლები თურმე შვილების სხვა სკოლაში გადაყვანასაც კი ცდილობდნენ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელმა, სკოლის დამთავრების ბოლო დღეებში თვითმკვლელობა სცადა. სუიციდისკენ ბიძგის მიმცემი საზოგადოების დამოკიდებულება აღმოჩნდა. მოზარდი ტუბერკულოზითაა დაავადებული. მისი პრობლემის გახმაურების შემდეგ კლასელების მშობლები თურმე შვილების სხვა სკოლაში გადაყვანასაც კი ცდილობდნენ, მეტიც, კლასის დამრიგებლისთვის ულტიმატუმიც წამოუყენებიათ, თუ ეგ ბავშვი ბანკეტზე მოვა, ჩვენი შვილების მოსვლას არც ელოდოთო. მასწავლებელმა ამის შესახებ დაავადებულ მოსწავლეს და მის მშობელს უთხრა, რის შემდეგაც ბავშვმა თავის მოკვლა სცადა. საბედნიეროდ, გადაარჩინეს. ის შიშობს, რომ განკურნების მიუხედავად, მომავალშიც არაერთხელ გახდება საზოგადოებისგან გარიყულობის მსხვერპლი.
საქართველოს პაციენტთა კავშირის გამგეობის ხელმძღვანელი ლალი ჯანაშია აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები, სამწუხაროდ, ხშირია, როდესაც ტუბერკულოზით დაავადებულის ვინაობა ხმაურდება. ამის მიზეზად ის მიიჩნევს დაავადების შესახებ საზოგადოების ფაქტობრივად არაინფორმირებულობას.
ლალი ჯანაშია:
- სტიგმა იმდენად მძლავრია, რომ ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს უმალავენ დაავადებას. სკოლებში ტუბერკულოზის შესახებ ინფორმაციული ვაკუუმია, ამიტომაც დაავადებული მოზარდის გამო ხშირად გარემოცვა არაადეკვატურად იქცევა. თუნდაც, ბიოლოგიის მასწავლებლები განკარგულებას იძლევიან, დაქლორონ ყველაფერი და დაავადების წინააღმდეგ მათი ბრძოლის ხერხები კომიკურ ელფერსაც კი
ატარებს, რომ არა ძალიან ტრაგიკული მხარე, დაავადებულ მოზარდს არაადეკვატურობით ფსიქოლოგიურად უფრო დიდ დარტყმას აყენებენ, ვიდრე დაავადება ვნებთ.
როდის უნდა მიიტანოს მშობელმა ეჭვი ბავშვის ტუბერკულოზზე
- თუმცა, ალბათ იმის უთქმელობაც არ შეიძლება, რომ დაავადება ნამდვილად საშიში და გადამდებია.
- ნამდვილად, მაგრამ არა იმ პაციენტისგან, რომელთაც უკვე გამოკვლეული აქვთ და მკურნალობენ. საშიშია მისი დამალვა, როცა ფიქრობ, რომ თუ გაამხელ, გაგრიყავენ.
საკმაოდ რთულია მდგომარეობა სახელმწიფო სამსახურებშიც, სადაც გთხოვენ ცნობას ტუბერკულოზის შესახებ. ერთის მხრივ, გასაგებია, რომ თუ თავდაცვის ან შინაგან საქმეთა სტრუქტურებში მუშაობას აპირებ და ყაზარმული ცხოვრებაც მოგიწევს, ჯანმრთელობა ხელს უნდა გიწყობდეს, მაგრამ იმის გამო, რომ ტუბდისპანსერში აღრიცხვაზე იმყოფები და სამსახურში არ მიგიღონ, თითქმის დანაშაული და ადამიანის უფლებების დარღვევაა. ტუბდისპანსერში აღრიცხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად დაავადების გადადების საფრთხეს წარმოადგენ. მეტიც, შესაძლოა, გქონდეს არა ფილტვის, არამედ სხვა ორგანოს ტუბერკულოზი, რომელიც ჩვეულებრივად ჰაერწვეთოვანი გზებით არ გადაეცემა. განაგრძეთ კითხვა