რაზე ოცნებობდა გოგონა, რომელიც სულ რამდენიმე დღეში მშობლებთან ერთად გამგზავრებას აპირებდა... არასრულწლოვანი გოგონა მცირეწლოვან ძმასთან და ბებიასთან ერთად, ჩაქვში, ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბავშვების მშობლები წლებია თურქეთში მუშაობენ, რომ ბათუმში ბინის შესაძენი ფული შეეგროვებინათ. ვიოლას მშობლები სტამბოლიდან 26 ივნისს დაბრუნდნენ, რომ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ შვილებიც თურქეთში წაეყვანათ.
როგორც ცნობილია, 28 ივნისს მელაძეები მაღალმთიანი ხულოს სოფელ დიდაჭარაში წავიდნენ ბებია-ბაბუის მოსანახულებლად, 29 ივნისს კი კვლავ ჩაქვში დაბრუნდნენ. სწორედ იმ დღეს, როცა ტრაგედია მოხდა, მშობლებს ბავშვები თურქეთში უნდა წაეყვანათ, სადაც სექტემბრამდე, სასკოლო პროცესის დაწყებამდე დარჩებოდნენ.
ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ვიოლა 9 წლის ძმას დედასავით უვლიდა - ამეცადინებდა, აძინებდა, მასთან ერთად დადიოდა ყველგან. მათივე თქმით, გოგონას ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო დიზაინერი და ეცხოვრა მშობლებთან ერთად საკუთარ ბინაში.
29 ივნისს, ტრაგედიის დღეს, და-ძმამ თურქეთში გამგზავრებამდე მდინარეზე საბანაოდ გასვლა მოისურვეს. ოჯახი ჩაქვის მდინარეზე წავიდა. განაგრძეთ კითხვა