საზოგადოებამ ფოტოგრაფი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ამ ცნობილი ფოტოს სულისშემძვრელი ისტორია შეიძლება ბევრმა არ იცის.
ეს სურათი ფოტოგრაფმა კევინ კარტერმა 1994 წელს სუდანში შიმშილობის დროს გადაიღო. ფოტოსთვის მან უმაღლესი ჯილდო - პულიტცერის პრემია (10 000 აშშ დოლარი) მიიღო.
ფოტოს ისტორია ასეთია: შიმშილისგან ღონემიხდილმა ბავშვმა ერთი კილომეტრი იხოხა, რათა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბანაკამდე მიეღწია. მის უკან სვავი მოჩანს, რომელიც ბავშვის სიკვდილს ელოდება... ფოტოს გადაღების შემდეგ კარტერმა ის ადგილი ისე დატოვა, რომ ბავშვს არ დახმარებია. არც არავინ იცის, რა დაემართა გოგონას ფოტოს გადაღების შემდეგ. ბანაკამდე მას არ მიუღწევია...
საზოგადოებამ ფოტოგრაფი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა და ამ ფოტოს "ორ სვავს შორის" უწოდა: "ერთი მხრივ ფრინველი, მეორე მხრივ კი ადამიანი, რომელიც მშვიდად აჩხაკუნებს აპარატს და პატარა გოგონას წამებას კადრისთვის იყენებს. ისიც მტაცებელია, სვავზე უარესი" - წერდა გამოცემა Time.
ამ ამბიდან 3 თვის შემდეგ კარტერი ღრმა დეპრესიაში ჩაეფლო. გამუდმებით აწვალებდა კითხვა, თუ რა დაემართა ბავშვს. საბოლოოდ კი სიცოცხლე თვითმკლელობით დაასრულა.