ყველაზე კითხვადი
ექიმებმა და სასამართლომ 10 თვის ბავშვს "სიკვდილი მიუსაჯეს" - მშობლები ამაოდ იბრძვიან
ექიმებმა და სასამართლომ 10 თვის ბავშვს "სიკვდილი მიუსაჯეს" - მშობლები ამაოდ იბრძვიან
პატარა ჩარლი გარდის ამბავმა მსოფლიო შეძრა. სტარსბურგის ადამიანის უფლებათ სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ, რომელიც ადამიანის უფლებებს უნდ იცავდეს, ბავშვს ყველაზე მთავარი - სიცოცხლის უფლება წაართვა, უგულებელყო მშობლების სურვილი, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, გადაარჩინონ თავიანთი შვილი. იძულებითი ევთანაზიის გადაწყვეტილება პრაქტიკულად იგივეა, რაც ბრალდებულის სიკვდილით დასჯა....

ლონდონის საავადმყოფოში უკვე 8 თვეა ფაქტობრივად მძევლად ჰყავთ ავადმყოფი პატარა. ექიმებმა დაიჟინეს, რომ მისი დახმარება არაფრით აღარ შეიძლება და მას ღირსეულად სიკვდილის საშუალება უნდა მისცენ. მშობლებსაც,
რომელთაც აქვთ ამის ფინანსური სახსრები, არ აძლევენ საშუალებას, ბავშვი სხვა
საავადმყოფოში ან სხვა ქვეყანაში წაიყვანონ სამკურნალოდ.

ჩარლი 4 აგვისტოს დაიბადა და ერთი შეხედვით, სრულიად ჯანმრთელი ჩანდა. თუმცა 8 კვირისამ მოულოდნელად წონაში დაიწყო კლება. მას მწვავე დიაგნოზი დაუსვეს - მიტოქონდრიალური დნმ-ის განლევის სინდრომი. ეს გენეტიკური დაავადება იწვევს კუნთებისა და თავის ტვინის დასნებოვნებას. ექიმებმა გამოაცხადეს, რომ დაავადება განუკურნებელია და სასამართლოს მიმართეს, რომ ნება დართონ და ჩარლი აპარატიდან გამორთონ...
mshoblebi
მშობლები არ ნებდებიან. მათ ამერიკაში იპოვეს კლინიკა, რომელიც ექსპერმენტალურ თერაპიას ატარებს. ფულიც შეგროვდა - 80 ათასზე მეტმა ადამიანმა შეაგროვა 1 მილიონ 300 ათასი გირვანქა სტერლინგი. ეს თერაპია არაერთ ბავშვს დაეხმარა მსგავსი დიაგნოზით. გადარჩენილი ბავშვების მშობლებმა მიტინგიც კი მოაწყვეს ჩარლის მხარდასაჭერად...

მაგრამ ექიმები შეუვალები აღმოჩნდნენ. მათ სასამართლოში განაცხადეს, რომ შეისწავლეს ნუკლეოზიდებით მკურნალობის თერაპიის შესაძლებლობაც, რასაც ჰპირდებიან ბავშვს ამერიკაში და დაასკვნეს, რომ ამ შემთხვევაში ეს უშედეგო იქნება, რადგან პატარა ტვინი საბოლოოდ დაზიანებული აქვთ. მშობლებს ჯერ ლონდონის სასამართლოში უთხრეს უარი, მერე სააპელაციო და უმაღლეს სასამართლოში, ახლა კი - სტრასბურგშიც სასიკვდილო განაჩენი მიიღეს....
mshoblebi
სამწუხაროდ, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა ისეთია, რომ მშობლების სურვილი, იბრძოლონ შვილის სიცოცხლისთვის ბოლო წუთამდე, სასამართლოსთვის არ არის სერიოზული არგუმენტი და ექიმების პოზიცია მიიღება მხოლოდ და მხოლოდ სრულ ჭეშმარიტებად.

ეს შემთხვევა პირველი არ არის ქვეყანაში. 2004 წელს სასამართლო ასევე დაეთანხმა ექიმებს, გამოერთო აპარატი 10 თვის ბავშვისთვის. ის დედის ხელებში მოკვდა... მასაც კანონით უთხრეს უარი სიცოცხლეზე....

ახლა ჩარლის მშობლებს ელით იგივე ხვედრი...

98228
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (7)
19:57 / 04-07-2017
miriam
ზურაბ, არავითარი პოლიტიკური შეხედულების გამართლებას არ ვცდილობ ჩემი კომენტარით (საიდან მოათრიე საერთოდ), სრულიად აპოლიტიკური ვარ როცა იმას ვამბობ რომ ეს სტატია პროპაგანდისტულია.პირიქით, ამაზრზენია სხვისი უბედურების პოლიტიკასთან დაკავშირება რასაც სტატია აკეთებს. მეორეც თუ ამდენი ექიმი და სასამართლოც თვლის რომ ბავშვი იტანჯება იქ მისი რაღაც საცდელ ობიექტად ქცევის მიზანი სრულიად გაუმართლებელია. აქ საუბარი იმაზე არაა გადარჩება თუ არა ეს ბავშვი, 0.0001% გადარჩენის შანსი იმას არ ნიშნავს რომ სიცოცხლის შემთხვევაში ის ღირსეულად და დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს. გულისამრევი აპარატის გათიშვა კი არაა ის მშობლები არიან რომლებმაც იციან რომ მათ შვილს მძიმე ხვედრი ელის და მაინც აჩენენ ან სიცოცხლეს აიძულებენ. ის ბავშვი ავიღოთ რომელიც განუვითარებელი ტვინით იბადება და ვერასოდეს აზროვნებს ან მეტყველებს, მხოლოდ ტკივილს გრძნობს და მშობლები ცდილობენ სიცოცხლე გაუხანგრძლივონ. ამ ბავშვსაც მსგავსი ბედი ელის, და ექიმები და სასამართლო ცდილობენ როგორმე შეაგნებიბონ ხისთავა მშობლებს.
14:53 / 04-07-2017
ზურაბ
კი მაგრამ ეს ვერ გავიგე ეროპული "ფასეულობების" დამცველებო.. თუ კი არსებობს თუნდაც 0.0001% შანსი იმისა რომ ბავშვმა იცოცხლოს რატომ ვართმევთ უფლებას მშობელს რომ ცადონ.. აწამონ ბავშვი?! მეტი როგორ უნდა აწამონ?! არამგონია მაერიკაში შუასაუკუნეების დროინდელი პროცედურები ქონდეთ ან ტკივილის გაყუჩება ვერ შეძლონ პროცედურებისას.. იმუშავებს თუ არა ეს თერაპია ეს არავინ იცის ფაქტი იმისა რომ მშობელს უკრძალავ შვილის სიცოცხლისათვის ბრძოლას ამაზრზენია და უფრო ამაზრზენია იმის მტკიცება რომ ბავშვი ღირსეულად უნდა მოკვდეს გულს მირევს ადამიანი რომელიც თავისი პოლიტიკური შეხედულების ამართლებს ამ გადაწყვეტილებას არამედ მხრასაც უჭერს მას.. ვკითხულობ კომენტარებს და მახსენდება აბულაძის მონანიება - "რატომ გაჩნდი ამ ქვეყანაზე აფთარის მოდგმავ"
16:43 / 03-07-2017
miriam
ჯერ ერთი ეს რა მიკერძოებული და პროპაგანდისტული სტატიაა, ამის დამწერი უნდა გაუშვა სამსახურიდან მეორეც, ადამიანებო, ნორმალურად მიგაჩნიათ ახლა ამ ბავშვის ტანჯვა და წამება? ამდენი ექიმი და კლინიკა რომ უხსნის მშობლებს რომ ბავშვს არაფერი ეშველება, რატომ ტანჯავენ პატარას? იმ ექსპერიმენტული მკურნალობით კიდევ უფრო მეტი ტკივილი რომ მიაყენონ მარტო იმიტომ რომ ღამე მშვიდად ეძინოთ? მშობელი როცა ხარ ხანდახან ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღო, რომელიც შენ დაგტანჯავს მაგრამ ეგოისტური არ იქნება პატარასთვის.
11:02 / 03-07-2017
tamara
თუ სტატიას თარგმნით, კეთილი ინებეთ და თარგმნეთ, თუ ანალიტიკურ კვლევას წერთ, კეთილი ინებეთ და გადაამოწმეთ ინფორმაცია. "ესეც ევროპული ლიბერალიზმი... - ამბობს ბევრი" - ვინ ბევრი??? "ეს თერაპია არაერთ ბავშვს დაეხმარა" - რიცხვი? სად არის რიცხვი? "მასაც კანონით უთხრეს უარი სიცოცხლეზე", "იძულებითი ევთანაზიის გადაწყვეტილება პრაქტიკულად იგივეა, რაც ბრალდებულის სიკვდილით დასჯა" - უნდა გრცხვენოდეთ!!! ეს არის საქმე, რომლის გადასაწყვეტად უდიდესი მორალური და სამართლებრივი წნეხი უნდა გადაელახა თითოეულ მოსამართლეს. სტრასბურგის სასამართლო იცავს პირის ღირსეული ცხოვრების უფლებას და ამ შემთხვევაში სწორედ იმის უფლება არ მისცეს სასოწარკვეთილ მშობლებს, რომ ავადმყოფი პატარა საცდელი კურდღელივით გადაეცათ თერაპიისთვის, რომლის შედეგებიც პროგნოზირებაც ფაქტიურად, შეუძლებელია.ეს არის საკითხის მეორე მხარე. რა თქმა უნდა, ყველა მშობელი ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ყველა ღონე გამოეყენებინა შვილისთვის, მაგრამ სასამართლო საკითხს სწორედ პიროვნების უზენაესობისა და პატივისა და ღირსების დაცვით მიუდგა. ურთულესი გადაწყვეტილებაა და კიდევ დიდხანს იქნება განსჯის საგანი, ეს ის საკითხია, სადაც შეუძლებელია, რომელიმე მხარეს უწოდო "მართალი'. მაგრამ თქვენ, აი, თქვენ უნდა გრცხვენოდეთ იმის, რომ ასეთ მგრძნობიარე და ფაქიზ მასალას "ევროპული ლიბერალიზმის" დისკრედიტაციისთვის იყენებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაკომპეტენტური თარგმანებით გაქვთ სავსე ვებ-გვერდი, ათიდან რვა სტატია, რომელიც ბავშვის მოვლას, კვებას ან აღზრდას შეეხება, აღმაშფოთებელი დილეტანტიზმის ნიმუშია. და ამას კითხულობენ მშობლები, ვისაც შეიძლება სხვა ენაზე არსებულ მასალაზე წვდომა საერთოდ არ ჰქონდეს. გრცხვენოდეთ!
09:38 / 03-07-2017
ეფემია
გრცხვენოდეთ ასეთი მიკერძოებული მასალისათვის. წმინდა წყლის პრპპაგანდისტული სტატიაა, ოჯახის უბედურებას იყენებთ, რომ მკითხველს ცუდი წარმოდგენა შეუქმნათ დასავლეთზე.
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
24.09.2017
თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალი ოჯახმა არ გადმოასვენა - „როცა ხელფასს იღებდა, მაშინ ხომ უნდოდათ დედა!“
23.09.2017
ეს ულამაზესი ქალი ”მის მსოფლიო 2013”-ია... ინვალიდის ეტლში მჯდომ ქალებს შორის.
23.09.2017
ჰობი - საქმიანობაა, რომელიც თავისუფალ დროს სიამოვნებას გვანიჭებს. გავერკვეთ, რომელი ჰობი გვიუმჯობესებს ცხოვრებას.
23.09.2017
"უფროსი შვილი ძალიან წარმატებული მოწაფეა. ზოგჯერ ვეუბნები ცოტა დაისვენე-მეთქი..."
23.09.2017
31 წლის ცირა ბოლქვაძე და მისი მეუღლე მალხაზ ბოლქვაძე 15 წელი ელოდნენ ნანატრ შვილს და ერთდროულად სამი შეეძინათ.
22.09.2017
"მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი. შეიძლება ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ, მაგრამ იმედია, სწორად აღიქვამთ ჩემს ამბავს და მთლად ნუ გამასწორებთ მიწასთან..."
22.09.2017
8 თვის ორსულია და მეუღლე ხატებს ყიდის და თვითონ მოწყალებას აგროვებს სამშობიაროში გადასახდელად




გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
არქივი