ახლა ის სხვა დედებსაც აფრთხილებს, რადგან უმრავლესობას პატარა ბავშვები აქტიურად დაჰყავს ამ ადგილებში გასაბერი ბატუტი ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი გასართობია. მათ თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით: საბავშვო მოედნებზე, პარკებსა თუ პლაჟზე, ბავშვთა გასართობ ცენტრებში და სხვა. პატარები სიხარულით ხტუნავენ და ერთობიან, მშობელს კი შეუძლია მშვიდად დაისვენოს ამ დროს. ეჭვიც არავის შეჰპარვია იმაში, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია ამ გასართობს.
გამონაყარის მიზეზი
1. პირველი სიმპტომები
დედამ თავის 10 წლის ბავშვს ხელებზე უცნაური გამონაყარი შეამჩნია. იფიქრა, რომ მწერის ნაკბენი იყო და მალამო წაუსვა. მაგრამ მალე გამონაყარი მთელ ტანს მოედო.
2. წყლულები
მდგომარეობა გაუარესდა და დედამ ექიმს მიმართა. ბავშვს დაუსვეს სტაფილოკოკური ინფექციის დიაგნოზი. დედას არ ასვენებდა კითხვა: სად მოხდა დაინფიცირება? ექიმმა და დედამ ერთობლივად დაადგინეს მიზეზი.
3. მიზეზი
გამონაყარი გაჩნდა გასაბერ ბატუტზე თამაშის შემდეგ.
საქმე ისაა, რომ ეს გასართობი საშუალება უმრავლეს შემთხვევაში დგას ქუჩაში, მასზე ხტუნაობს ასობით ბავშვი, კედლებს ედება მტვერი, ზედაპირის სათანადოდ დამუშავება კი არ ხდება. სავარაუდოდ, ბავშვს ჰქონდა მცირე ზომის ნაკაწრი კანზე, სადაც მოხვდა ჭუჭყი და განვითარდა სტაფილოკოკური ინფექცია.
4. მიკროსკოპის ქვეშ
თვითონ ბატუტი უსაფრთხოა, მაგრამ მტვერი და ჭუჭყი თავის საქმეს აკეთებს. ატრაქციონი გადაიქცევა ბაქტერიების გამრავლების იდეალურ ადგილად. ბავშვები ხშირად ვარდებიან, იტყავებენ მუხლებს და იდაყვებს, სადაც შემდგომ ხვდება ინფექცია.
5. რა არის სტაფილოკოკური ინფექცია?
ეს ინფექცია შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს მაშინ, თუ ბაქტერია მოხვდება ღრმად ორგანიზმში, სისხლის მიმოქცევაში, იქიდან კი - სახსრებში, ძვლებში, ფილტვებსა და გულში. ინფიცირებას თან ახლავს სიმპტომები, როგორიცაა: წითელი გაღიზიანებული კანი, ბუშტუკები, ღებინება, ცხელება.
სანამ ბავშვს წაიყვანთ მსგავს გასართობ ადგილებში, მანამდე დარწმუნდით, რომ სათანადოდ ხდება ატრაქციონების დასუფთავება.
ასევე იხილეთ: ბატუტები არც ისე უსაფრთხოა - საგანგაშო დასკვნა