„ძალიან დიდი უბედურება დაგვატყდა თავზე მეგობრებო" არასრულწლოვანი, რომელიც გუშინ თბილისის ზღვიდან მაშველებმა გარდაცვლილი ამოიყვანეს, ცნობილი ჟურნალისტის და უფლებადამცველის, ამჟამად "ადამიანი უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის ვაჟია. ცოტნე ცქიტიშვილი 16 წლის იყო.
„ძალიან დიდი უბედურება დაგვატყდა თავზე მეგობრებო. ალეკო ცქიტიშვილის შვილი 16 წლის ცოტნე თბილისის ზღვაში დაიხრჩო. ცოტნე, ჩვენი ნიჭიერი და კეთილი ცოტნე... საშინელება ხდება აქ“ - წერს ოჯახის ახლობელი, ჟურნალისტი ლევან სებისკვერაძე.
„ძილის ნაცვლად ამას ვიძახი მთელი ღამე :((
ღმერთო ნუ მოკლავ პატარას, ნუ აუტირებ მშობელსა,
ნუ მიაბარებ შავ მიწას, ამ სოფლის გაუცნობელსა,
ნუ ვნახავ ბავშვის კუბოსა, ნუ გამხდი შენსა მგმობელსა!
აცადე გაძღეს სიცოცხლით, ავის და კარგის ნახვითა,
შაეძლოს მამულის დაცვა, გამაგრებულის მკლავითა...
თუ არ აცლიდი, სოფელი რადღა აჩვენე თვალითა?“ - ნათქვამია პოსტში, რომელსაც უამრავი ადამიანი ეხმაურება და უდუდეს მწუხარებას გამოხატავს.
"ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს . რა კარგი, ხარ შვილო, ვაი შენ დედას. ღმერთმა მოთმინების ძალა მისცეს."
"ძალიან მეწყინა და შოკში ვარ! უბრალოდ არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გაოგნება და სიმწარე"
"ღმერთო, რა უბედურება დასტყდომია თავს ალეკოს, ძალიან ვწუხვარ, არც კი ვიცი ასეთ დროს რა უნდა თქვა" - წერენ ფეისბუქმომხმარებლები.
მოზარდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 112-ზე გუშინ შევიდა. ახალგაზრდის ცხედარს ორსაათიანი ძებნის შემდეგ თბილსის ზღვის ე.წ. „ჩანქერებთან“ მიაკვლიეს.