როგორც კი ოჯახში ბავშვის სწავლა-განათლების საკითხი დგება, მშობლები პირველ რიგში "კარგი" სკოლის ძებნას ვიწყებთ. როგორც კი ოჯახში ბავშვის სწავლა-განათლების საკითხი დგება, მშობლები პირველ რიგში "კარგი" სკოლის ძებნას ვიწყებთ. რა უნდა მისცეს სკოლამ ბავშვს? - კარგი ცოდნა, ამავე დროს უზრუნველყოს მისი, როგორც პიროვნების განვითარება და შესძინოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები. სწორედ ამ კრიტერიუმებითვეძებდი სკოლას ბავშვისთვის. სკოლების უმრავლესობა მხოლოდ ერთ-ერთ პირობას აკმაყოფილებდა. მე კი მაქსიმალისტი ვარ და სამივე ერთად მინდა!... ასეთი კი არც ისე ბევრი აღმოჩნდა. ბევრი ძებნისა და რჩევის შემდეგ სკოლა "ჰამილტონს" მივაშურე, მთელი წლის განმავლობაში "გამადიდებელი შუშით" დავაკვირდებოდი და მერე გადავწყვეტდი, ვანდობდი თუ არა საბოლოდ ჩემი შვილის განათლებას სკოლა "ჰამილტონს"... ამ ერთი წლის განმავლობაში სკოლამ "გამოცდა" წარმატებულად ჩააბარა.
რატომ მომწონს სკოლა "ჰამილტონი"?
უპირველეს ყოვლისა ეს არის სკოლა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების მომზადებას რეალური ცხოვრებისთვის. სკოლა არის მოსწავლეზე ორიენტირებული. ბავშვი მუდმივად ჩართულია სასწავლო პროცესში და იღებს ამ პროცესისგან სიამოვნებას. ეს არ არის სკოლა, სადაც მხოლოდ გაკვეთილის ახსნა, დავალების მიცემა და შედეგ ჩაბარება ხდება. ეს არის სკოლა, სადაც ბავშვებს ასწავლიან მსჯელობას, აზროვნებას, ზრუნავენ მის როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სკოლაში ტარდება პიროვნული განვითარების საათი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეებში იმ ღირებულებების, უნარების და თვისებების განვითარებას, რაც აუცილებელია წარმატებული, თავდაჯერებული პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. მოსწავლეები, როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად, აქტიურად არიან ჩართული პრაქტიკულ სამუშაო პროცესში.
სკოლაში ხშირად ტარდება შემოქმედებითი კვირეულები, რომლებიც რომელიმე კონკრეტული თემის სიღმრისეულად შესწავლაზეა ორიენტირებული. მაგალითად, მათემატიკის კვირეული, გარემოს დავის კვირეული, წიგნის კვირეული. ასეთი კვირეულების ფარგლებში ბავშვები საკუთარი ხელით ამზადებენ პოსტერებს, წიგნებს, მუშაობენ ჯგუფურად და ინდივიდუალურად. ჩემი შვილი განსაკუთრებით ემზადება ასეთი კვირეულებისთვის, დიდი ენთუზიაზმით ერთვება საერთშო აქტივობებში. წიგნის კვირეულის ფარგლებში საყვარელი ზღაპრის გმირის ფორმაში გამოწყობილი წავიდა სკოლაში, გენეალოგიური ხის კვირეულის ფარგლებში კი მშობლებს გამოგვკითხა წინაპრების ისტორია. ეს ის დეტალებია, რომელიც ბავშვს საოცარი ხალისით ავსებს და აყვარებს სკოლას. როც ვხედავ, როგორი სიხარულით გარბის ბავშვი დილით სკოლაში, ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
ჩემი შვილისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა "ჯადოსნური ლაბორატორია". ეს არის St. anne’sBelifieldSchool (STAB)-ის მიერ შექმნილი პროგრამა. პედაგოგთა მეთვალყურეობით, მოსწავლეებს აქვთ საშუალება, ისწავლონ ის, რაც თავად სურთ და აქვთ საშუალება აღმოაჩინონ საკუთარი გატაცებები. ამ პროექტის საშუალებით ჩემმა შვილმა საკუთარი გატაცება აღმოაჩინა და მას დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება მიეცა, რამაც უდიდესი ბედნიერება მიანიჭა და სტიმული მისცა.
ბავშვები სკოლაში დაწყებითი კლასებიდან ეუფლებიან პროგრამირების საფუძვლებს, რაც ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების და მსჯელობის უნარის განვითარებას.
დაწყებით კლასებში მოსწავლეებისთვის მოქმედებს კურსი სახელწოდებით "დაწყებითი კლასის ეკონომიკა". კურსი მოიცავს მეწარმეობისა და ეკონომიკის სწავლებას პრაქტიკული სავარჯიშოების, თამაშების და პროექტების გზით. ამ აქტივობებით ბავშვებიიძენენ პრაქტიკულ მათემატიკურ უნარებს, ასაკის შესაბამისად სწავლობენ პროექტების მართვას და რესურსების დაგეგმვა- განაწილებას.
"ჰამილტონში" პირველი კლასიდანვე არიან ბავშვები ჩართული პრეზენტაციებში, პროექტებში. წარმოდგენებში და სპექტაკლებში იღებენ მონაწილეობას. ამ სკოლის მოსწავლეებისთვის ეს იმდენად ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ამ გამოსვლებს ნერვიულობა და დაძაბულობა აღარ ახლავს თან. ამ ყველაფრის მისაღწევად საჭირო იყო მუხლჩაუხრელი შრომა და ეს სწორედ ამ შრომის შემდეგ დადებული შედეგია.
ისე, როგორც ყველა მშობლისთვის ჩემთვისაც პრიორიტეტულია, რომ სკოლა იყოს ორიენტირებული მოსწავლეზე. აქ ბავშვი მუდმივად არის ყურადღების ცენტრში, აქტიურად არის დატვირთული და ჩართული სასწავლო პროცესში. სკოლის უმთავრესი პრინციპია "სწავლა კეთებით - სწავლა თამაშით". თამაშით სწავლას კი ბავშვი სასურველ შედეგამდე მიჰყავს. იმას,რასაც პრაქტიკულად, ხალისით აკეთებს ბავშვი სამუდამოდ რჩება მის მეხსიერებაში და გონებაში. აპლიკაციებით, პაზლებით, ექსპერიმენტებით, პრეზენტაციით, თუ სხვა მრავალფეროვანი აქტივობებით ბავშვები შედიან ცოდნის უზარმაზარ სამყაროში და იქ იმკვიდრებენ ადგილს. აქ უმთავრესია ცოდნა, უნარი, გამოცდილება. ის რაც თვითონ გააკეთა ბავშვმა, უკეთ რეალიზდება მისი ცოდნის გარემოცვაში.
ლოგიკური აზროვნების გაძლიერებასთან ერთად სკოლა ზრუნავს მოსწავლეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ აღზრდაზეც. ფიზიკური აღზრდისთვის სკოლა მოსწავლეებს ორ საგანს - კარატესა და რიტმიკას სთავაზობს, რითიც სწავლის ხარისხი და სკოლაში მისვლის ენთუზიაზმი ერთი ორჯერ იმატებს.
სკოლა "ჰამილტონში" დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინგლისურ ენას. ბავშვები სწავლობენ პრაქტიკულ ინგლისურს. მოსწავლეები ინგლისურ ენაზეამზადებენ ისტორიულ პროექტებს და პრეზენტაციებს, რაც ენის გაწაფვაში ეხმარება მათ.
სკოლას ძირითად პედაგოგთან ერთად ყავს კოორდინატორი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში არის სკოლაში და ესწრება ყველა გაკვეთილს.
ჩემთვის, როგორც დაკავებული მშობლისთვის ძალიან პრაქტიკულია "ჰამილტონის" სასწავლო გრაფიკიც: სწავლა დილის 9:00 საათზე იწყება და 17:00 საათამდე ბავშვის სკოლაში ყოფნა სავალდებულოა. შემდეგ კი 18:30-მდე შესაძლებელია ბავშვის სკოლიდან გაყვანა. არ იფიქროთ, რომ მთელი 8 საათის განმავლობაში ბავშვი მერხთან ზის. დიდი დასვენების და რიტმიკის გაკვეთილს ხარჯზე, ბევრ ფიზიკრ აქტივობას და ენერგიის დაცლასაც ასწრებენ. ხანგრძლივი სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის მოსაწყენი არ არის. ისინი ყოველ დღეს ხალისით, ახალი იდეებით, ახლის მოლოდინში იწყებენ. როცა 17:00 საათზე ჩემს შვილს სკოლაში ვაკითხავ, არ ვნერვიულობ მეორე დღისთვის მოსამზადებელ გაკვეთილებზე, რადგან სკოლამ ამაზე უკვე იზრუნა და ბავშვი შინ ნამეცადინებიმიმყავს. სკოლაში სპეციალურად შედგენილი მენიუთი და უგემრიელესი კერძებით უმასპინძლდებიან პატარებს.
მოკლედ, როგორც მშობელმა, მსურს გირჩიოთ. თუ ჯერ კიდევ ეძებთ კარგ სკოლას თქვენი შვილისთვის, აუცილებლად ესტუმრეთ სკოლა "ჰამილტონს".
R