პატარა დარიას ფოტოები მხოლოდ რამდენიმე საათის წინ, მისი გაქრისტინების შემდეგ გახდა საჯარო მსახიობი გოგოლა კალანდაძე აპრილში მეოთხე შვილის დედა გახდა. დარია ფერაძე ხარება დღეს - 7 აპრილს, მოევლინა ქვეყანას და ფერაძეების მრავალშვილიანი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა. მართალია, ამ ამბის შესახებ საზოგადოებამ სწორედ სოციალური ქსელით შეიტყო, თუმცა პატარა დარიას ფოტოები მხოლოდ რამდენიმე საათის წინ, მისი გაქრისტიანების შემდეგ გახდა საჯარო.
მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც გოგოლას უახელოესი მეგობარია, დარიას ერთ-ერთი ნათლია გახლავთ.
მოგეხსენებათ, გოგოლა ირაკლი ფერაძესთან მეორე ქორწინებაში იმყოფება, წყვილს უკვე სამი შვილი ჰყავს, პირველი ოჯახიდან კი მსახიობს ქალიშვილი - ულამაზესი ელენე ჰყავს, რომელიც საოცრად ჰგავს დედას (იხილეთ ელენეს ფოტოები).
თეკლა ჟვანია