სიახლეებიკალეიდოსკოპი
ანა კოშაძემ შვილს ჯადოსნური დაბადების დღე საკუთარი სახლის ულამაზეს ეზოში გადაუხადა
ანა კოშაძემ შვილს ჯადოსნური დაბადების დღე საკუთარი სახლის ულამაზეს ეზოში გადაუხადა
მოდელი ანა კოშაძე ოჯახთან ერთად თბილისსა და წყნეთს შორის არსებულ დასახლებაში - კაკლებში ცხოვრობს. სუფთა ჰაერი და საკუთარი ეზო გახდა მიზეზი იმისა, რომ ანამ და მისმა მეუღლემ უარი თქვეს ქალაქის ცენტრალურ უბანში ცხოვრებაზე და თბილისთან ახლოს ლამაზი და კომფორტული სახლი აიშენეს (დაათვალიერეთ ანას სახლის ეზო და შიდა ინტერიერი). გარდა ეკოლოგიურად სუფთა გარემოსი, მათი სახლის ეზო ძალიან მოსახერხებელია წვეულებებისთვის და მართლაც, ოჯახმა უკვე ტრადიციად აქცია შვილების დაბადების დღის საკუთარ ეზოში გადახდა.

წელს, ისევე როგორც შარშან, 2 ივლისს ანასტასიას იუბილე ღია ცის
ქვეშ, გაფორმებულ-მორთულ ეზოში ანიმატორებთან და გმირებთან ერთად აღნიშნეს. იუბილარი 6 წლის გახდა, სწორედ ამიტომ ეზოში შესულ სტუმრებს დიდი, ყვითელი ექვსიანი „ესალმებოდა“.
mshoblebi
როგორც ფოტოებიდან ირკვევა, მიწვეულ სტუმრებს შორის მოდელი თაკო ჩხეიძეც გახლდათ, ანას და თაკოს ფოტომ სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა. რასაკვირველია, ამ დღეს ფოტოსესიის გარეშე არ ჩაუვლია, ოჯახური ფოტოსესია ხომ ამ დღის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ანასტასიას იუბილე ზაფხულის მშვენიერ საღამოს ფეიერევრკით დაასრულეს. წვეულების ფოტოების დასათვალიერებლად  იხილეთ ფოტოგალერეა

თეკლა ჟვანია
ბეჭდვა