გოგონა სამედიცინოზე აბარებს ახალციხის საგამოცდო ცენტრში ზოგადი უნარების გამოცდაზე აბიტურიენტი წარწერებიანი მაისურით მივიდა და ყველას ყურადღება მიიპყრო. ინფორმაციას ამის შეასხებ გამოცემა "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. გოგონა N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თეა ლეკიშვილია, რომელიც სამედიცინოზე აბარებს.
აბიტურიენტი: "მინდოდა მაისურზე წარწერით ხალხი პოზიტიურად დამემუხტა"
თეა ლეკიშვილი 17 წლისაა, სკოლა წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება.
იდეა, რომ მაისურზე აღნიშნული წარწერები - "რავი დავწერე, კი კმაყოფლი ვარ, პასუხები ჯერ არ არის! აგვისტოში იქნება, მადლობა", "არ გადაგაწერინებ ჩემი გამჭირვებია" – გაეკეთებინა მას ეკუთვნის.
"იდეა გამიჩნდა, ვიცოდი ბევრ კითხვას დამისვამდნენ და ამ წარწერებით თავი ავარიდე ზედმეტ კითხვებს. გარდა ამისა, წავახალისე ჩემი თავი იმისათვის, რომ კმაყოფილი გამოვსულიყავი გამოცდიდან და კიდევ, ჩემს უკან მჯდომს, რომ არ ქონოდა ჩემი დახმარების იმედი, იმიტომ, რომ მეც ჩემი გამჭირვებოდა", – ამბობს თეა ლეკიშვილი.
მისი თქმით, იდეამ გაამართლა, მის დანახვაზე ყველა პოზიტიურად დაიმუხტა: "გამოდის რომ იღბლიანი მაისურია, ორი გამოცდა მქონდა და ვფიქრობ, რომ მაღალ ქულებს მივიღებ. ყველა გამოცდაზე უნდა ჩავიცვა, აგვისტომდე ასე ვივლი".
იხილეთ გაგრძელება და ფოტოები