"გრიშას მსგავსები ბევრნი არიან და ყველაზე მეტად მათ ვერ ვიტან" რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია ცნობილ სერიალში ("ჩემი ცოლის დაქალები") შესრულებული როლისთვის ბევრმა შეიყვარა. მისი გმირი მეგრელი კაცია, ბიზნესმენი - გრიშა კაკაჩია. მიუხედავად მისი არც თუ დადებითი პერსონისა, მაყურებელს ძალიან მოსწონს, რადგანაც მსახიობი როლს ისე თამაშობს, რომ ადამიანების დიდ სიყვარულს იმსახურებს...
ბოლო სეზონზე გრიშას ცხოვრებაში რთული პერიოდი დაიწყო - უშვილო ბიზნესმენს, ერთ დღესაც, უცნობი ახალგაზრდა კაცი გამოეცხადა - თემური (თუთა) ძიგუა მის ვაჟად აცხადებს თავს, რამაც კაკაჩიას აფორიაქება და მოუსვენრობა გამოიწვია...
სანამ საბოლოოდ გაირკვევა, არის თუ არა თუთა ძიგუა გრიშა კაკაჩიას ვაჟი, AMBEBI.GE გრიშა კაკაჩიას, ანუ მსახიობ დავით კვირცხალიას შვილს, ელენე (ბაკა) კვირცხალიას გაგაცნობთ, რომელიც ტელეპროდიუსერია და ამ ეტაპზე საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემაში - "შაბათ საღამოს ლიზასთან" მუშაობს.
- მამა დღეს არ გამხდარა ცნობილი და პოპულარული, არაერთი როლი აქვს როგორც სცენაზე, ასევე კინოში შესრულებული. რას ნიშნავდა ეს შენთვის?
- ხო, სუპერ პოპულარული იყო ჩემს ბავშვობაში და რა თქმა უნდა, ყოველთვის მეამაყებოდა... ეს ის პერიოდი იყო, როცა თეატრში დილა-საღამოს სპექტაკლები იყო და პრაქტიკულად, ყველა წარმოდგენაზე დავყავდი. მახსოვს, სცენაზე მის ყოველ გამოჩენას როგორ განვიცდიდი. განსაკუთრებით ვნერვიულობდი, თუკი მისი გმირი იჩაგრებოდა, ან პიესის მიხედვით რამე ცუდი ემართებოდა...
იხილეთ დათო კვირცხალია ოჯახური ფოტოები
ძალიან პატარა ვიყავი, როცა რომეოს თამაშობდა. ეს ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ დედა მიყვება, - ყველაზე მეტად თურმე იმაზე ვნერვიულობდი, არ ჩამოვარდნილიყო, როცა ბაწრის კიბით ჯულიეტას აივნზე ძვრებოდა. ვგიჟდებოდი და სიამაყით ვივსებოდი მისთვის დაძახებულ ყველა "ბრავოზე," ტაშსა და ემოციაზე. განსაკუთრებული რიტუალი და ემოცია იყო ნებისმიერი პრემიერის შემდეგ მასთან ერთად კულისებში დგომა, მოლოცვებს საკუთარ თავზე ვიღებდი... ყველა უდიდეს მსახიობს პირადად და ახლოს ვიცნობდი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონდა და მეამაყებოდა... მოკლედ, თეატრი დიდი ჯადოსნური სამყარო იყო ჩემთვის და ამ სამყაროს მამამ მაზიარა.
რამდენიმე წლის წინაც, როდესაც ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრისგან, ზალიკო ჩიქობავასგან რუსთაველის თეატრში მუშაობის შემოთავაზება მივიღე, პირველად რჩევა, რა თქმა უნდა, დათოს ვკითხე და მითხრა, გაგიჭირდება, თუმცა რუსთაველის თეატრში მუშაობის შესაძლებლობა ცხოვრებაში ყველას ვერ ეძლევა და გამოიყენე ეს შანსიო. მართალი იყო, მორალურად გამიჭირდა რაღაც დოზით, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩემს მეგობრებთან ერთად ძალიან ბევრი და სასარგებლო საქმე გავაკეთე თეატრისთვის და ღირსეულადაც დავტოვე იქაურობა... თუმცა დღემდე, როდესაც მამას სპექტაკლზე მივდივარ, სიამაყის გრძნობა მეტად გააზრებული და კიდევ უფრო ძლიერია, რადგან თუ ბავშვობაში სხვებისგან ვიცოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო არტისტია, ზრდასრულ ასაკში საკმაოდ ბევრი ვისწავლე და ზუსტად ვიცი, ამ სფეროში კარგის და ცუდის, შავის და თეთრის გარჩევა. ზოგჯერ თეატრშიც და კინოშიც ისეთ დეტალებზე მივუნიშნებ, თავადაც უკვირს ხოლმე, როგორ შენიშნეო...
- მკაცრად გზრდიდა?
- საერთოდ, თვითონ ძალიან პატარა იყო, როცა გავჩნდი. შესაბამისად, ყოველთვის მეგობრები უფრო ვიყავით. მისთვის მამა თითქმის არ დამიძახია, ან ძალიან იშვიათად, ბავშვობიდან დათოს ვეძახი. მკაცრი არასოდეს ყოფილა, თუმცა ფიცხი და ჯიჯღინა არის. გამორიცხული იყო, ამ ფორმით ზემოქმედება მოეხდინა, მაგრამ თუ რამეს მთხოვდა, - ეს არ გააკეთო, - არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებდი. მისი საკმაო რიდი მქონდა.
- ვიცი, რომ დაც გყავს. მამასთან კამათი არასდროს გქონიათ?
- კამათი რუსკასთან ნაკლებად და ისიც ძირითადად მაინც ბავშვების თემაზე, შვილიშვილების და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე შეიძლება იკამათონ, რადგანაც ნამდვილი ფანატიკოსია. აი, ჩვენ კი სისტემატიურად ყველაფერზე ვჩხუბობთ, თუ საბაბი არ გვაქვს, მოვძებნით...
- ცნობილ სერიალში ("ჩემი ცოლის დაქალები") მის როლს (გრიშა კაკაჩია) როგორ შეხვდი? მოგწონს მამის მიერ შექმნილი პერსონაჟი და ამ როლის მისეული შესრულება? განაგრძეთ კითხვა