"ნათესაური კავშირის გარეშეც კი შეძლო შვილის დანახვა ადამიანში ადამიანმა... გრიშა ყოფილა კაცი პიროვნება..." სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მორიგი სეზონი დასრულდა, საკმაოდ ეფექტურად და შთამბეჭდავად, რაზეც უამრავი მაყურებლის ემოციური კომენტარები მეტყველებს, პირად პოსტებში თუ სერიალის ფეისბუქგვერდის კომენტარებში.
ამ ეპიზოდის ბოლო სერიაში დათო და ნინა კიდევ ერთი შვილის - ვაჟის მშობლები გახდნენ. ცნობისათვის, ნინას როლის შემსრულებელი ანი ტყებუჩავა თავადა ორსულად არის, მეორე შვილზე და ცოტა ხანში რეალურადაც იმშობიარებს.
თუმცა ამჯერად გაცილებით მეტი მოლოდინი და ემოცია გამოიწვია გრიშა კაკაჩიას გმირმა, რომელსაც მოულოდნელად შვილი გამოუჩნდა. ფეისბუქმომხმარებლების უდიდესი ნაწილი აღიარებს, რომ სცენარისტებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და ბუზღუნა მილიონერის სახე გაცილებით უფრო ნათელ ფერებში დახატეს - ჩვეულებრივ კეთილ კაცად, რომელსაც უზომოდ უნდა, ჰყავდეს საკუთარი შვილი... თუმცა გარკვეული ნაწილი უკმაყოფილოც იყო ამ გადაწყვეტილებით... სინამდვილეში რამდენად ადვილია, მიიღო უცხო ადამიანი შვილად?..
გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას სერიალის აქტიური მაყურებლებისგან:
"დნმ-იც კი ვერ იქნება ადამიანობაზე უფრო ზუსტი...."
"გრიშა არის კაცი პიროვნება. რა კარგად მოიქცა".
"მოკლედ ქეთი დევდარიანს რისი გამოხატვა უნდოდა ამ სცენარით, შევეცდები, რომ ჩემებურად გადმოვცე... გრიშა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებ"-ში აღიქმებოდა როგორც ბრაზიანი, მდიდარი, ანჩხლი კაცი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში არის N1 ბიზნესმენი და საკუთარი სახლის მომსახურე პერსონალის მიმართ არის ზედმეტად ცივი და ქედმაღალი. ქეთიმ ეს შეძლო და მეგრელი ლაქლაქა კაცისგან გამოიყვანა კეთილი და ისეთი გრიშა დაგვანახა, რომელსაც დიდი გული აქვს. ისეთი გრიშა, რომელიც არასდროს შეიძლებოდა წარმოგვედგინა! ეს იყო უმაგრესი სერიალის საუკეთესო დასასრული! მაყურებლის თვალში გრიშა 1000-მაგად ამაღლდა, რაც განაპირობა მისმა გადაწყვეტილებამ..."
"ჩემი აზრით, შვილი რომ აღმოჩენილიყო ეს ბიჭი, ძალიან ბანალური დასასრული ექნებოდა)) აქ ბევრ რამეს აქვს ხაზი გასმული, საუკეთესოები ხართ!"
"აი, ასე უფრო მომეწონა, ვიდრე ნამდვილი შვილი აღმოჩენილიყო. მადლობა სცენარისტებს საინტერესო და სასწაული ფინალისთვის. ამხელა სიყვარულისთვის. ბუნებრივია ყველა საკუთრ შვილს მიიღებდა და თუთა რომ არ აღმოჩნდა შვილი და მიიღო, როგორც საკუთარი, იმიტომ არის გრიშიკო კაცი პიროვნება".
"სერიოზულად ვინერვიულე, სანამ ანალიზის პასუხს გახსნიდა და გული დამწყდა, მისი შვილი რომ არ იყო, მაგრამ გრიშა კაცურად მოიქცა".
"მე მგონი, თუთას გამოსაცდელად ორი პასუხი ჰქონდა და სანამ წაიყვანდა პასუხის ასაღებად, თვითონ უკვე იცოდა, რომ შვილი იყო მისი. ისეთი სიყვარულით აღვიძებდა, როგორც მამა, გახარებული და ბედნიერი სახით და სულ არ ღელავდა გრიშიკო. დალევაც კი შესთავაზა. ასეა მე მგონი. ინტრიგა მაინც დარჩა".
"ძალიან ბანალურიც კი იქნებოდა, რომ შვილი აღმოჩენილიყო. რა დაინახეთ ამ დასასრულში ცუდი? პირიქით. ნათესაური კავშირის გარეშეც კი შეძლო შვილის დანახვა ადამიანში ადამიანმა... ბრავო სცენარისტს და მადლობა მსახიობებს, საოცარი შესრულება იყო".
"აქ, ჩემი აზრით, მთავარია გრიშას მეტამორფოზა და არა ის, იქნებოდა თუ არა ეს თუთა მისი ნამდვილი შვილი... ამ ადამინს გულთან არავინ მიუშვია ამდენი ხნის განმავლობაში და ახლა როცა ასე შეუყვარდა უცხო ადამიანი, ზუსტადაც არ უნდა იყოს ის მისი შვილი... ყველაფერი ისე არაა, როგორც გვინდა..."