"უხილავი ენერგიით ვგრძნობ, რომ მან მომიტევა..." მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს გარდაცვლილ დედას დაბადების დღეს:
"დღეს ჩემი მონატრებული დედის დაბადების დღეა... ძალიან ძვირფასი და სევდიანი დღე ჩემთვის... არასოდეს მიმილოცია ისე, როგორც იმსახურებდა... სიცოცხლეში მის მიმართ მოკლებული ყურადღების და ყეყეჩი თავშეკავებით გამოხატული სითბოს გამო სინანულში და წუხილში მიწევს ცხოვრების გზაზე სიარული... უხილავი ენერგიით ვგრძნობ, რომ მან მომიტევა, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ უფლებას ვიტოვებ, ვიყო საკმაოდ მკაცრი! ღმერთმა გიდღეგრძელოთ ძვირფასი მშობლები! ჩვენგან წასულებს კი იმქვეყნიური სიკეთე არ მოკლებოდეთ...".