მშობელი, რომელსაც ფეხი მოკვეთეს, "ტელეიმედის" პროდიუსერი მაიკო დათიაშვილია... როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, თურქეთში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს გუშინ ფეხი მოკვეთეს. ეს ქალბატონი "ტელეიმედის" პროდიუსერი მაიკო დათიაშვილია (იხილეთ სტატია და ვიდეო). ამ ფაქტს ამავე ტელევიზიის ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე გამოეხმაურა:
"ეს გოგო ჩემი მეგობარია, ეს გოგო წლების განმავლობაში იმედის გმირების დასახმარებლად 24 საათი ფეხზე იდგა
და ამ გოგოს დღეს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს! იცით რატომ ?
- იმიტომ, რომ არავინ თავის საქმეს არ აკეთებს
- იმიტომ, რომ საქართველოში არც ერთი ტრანსპორტი გამართულად არ დადის
- იმიტომ, რომ არც ერთი მძღოლი კვალიფიციური არ არის
- იმიტომ, რომ ანსამბლები ფულს "ტეხავენ" და არასანდო ტრანსპორტზე თვალს ხუჭავენ
- იმიტომ, რომ 30 ადამიანით სავსე ავტობუსი ისე მიდის გზაზე, რომ შემოწმებასაც არ აკეთებს
- იმიტომ, რომ პროფესიონალიზმი აღარ არსებობს
- იმიტომ, რომ სხვისი სიცოცხლე ყველას ფეხებზე კიდია
- იმიტომ, რომ მთელი ამ მიზეზების გამო 3 შვილის დედა დღეს უფეხოდ დარჩა. და უსაზღვროა საგზაო შემთხვევები, უსაზღვროა თურქეთის გზაზე მომხდარი ავარიები. უსაზღვროა და ამაზე არავინ პასუხს არ აგებს!"
ასევე იხილეთ: "შეეშვით ამ ვითომ "გასტროლებს" და "ზბორებს" - შეშფოთებული მშობლის წერილი