რა უნდა იცოდეს ყველამ მეორადი დახრჩობის სიმპტომებზე ზაფხულის ცხელი დღის დიდ ნაწილს თუ წყალსაცავთან გაატარებთ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ საღამოს დაღლილობას იგრძნობთ. განსაკუთრებით ეს ბავშვებს ეხება.
ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიიღო კესანდრა ჯეკსონმაც და არ შეშფოთებულა, როცა მისმა ბავშვმა, რომელმაც მთელი დღე აუზში გაატარა, მთქნარება დაიწყო.
5 წლის ჯონი დააწვინა და არც უეჭვია, რომ რამე დაემართებოდა. როცა ცოტა ხნის მერე საძინებელში შეაკითხა ბავშვს, ნანახმა შოკში ჩააგდო - ჯონი მძიმედ სუნთქავდა, პირიდან ქაფი სდიოდა.
ბიჭი სასწრაფოდ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა ვეღარ უშველეს. ექიმებმა გულმოკლულ დედას უთხრეს, რომ მის შვილს მეორადი დახრჩობა დაემართა - მოვლენა, რომელიც წყალთან კონტაქტიდან გარკვეული დროის მერე ვითარდება, თუ მობანავემ წყალი ყლაპა.
ეს უფრო ხშირად ცელქ და მოუსვენარ ბავშვებს ემართებათ.
მეორადი დახრჩობა სასიკვდილო საფრთხეს შეიცავს იმ შემთხვევაში, თუ ცუდად ყოფნის პირველი ნიშნები შეუმჩნეველი დარჩა.
ხელოვნურ თუ ბუნებრივ წყალსაცავებთან დასვენებისას და მით უმეტეს, დიდხან ყოფნისას, შესაძლებელია, რომ წყალი ორგანიზმში მოხვდეს. უცხო სითხის მცირე დოზებსაც კი შეუძლია გაღიზიანების ან ფილტვების დაზიანების გამოწვევა, სისხლისკენ ჟანგბადის ცირკულაციის ბლოკირება.
თუ რუცვის ან ბანაობის დროს ბავშვმა დახრჩობა დაიწყო ან წყალი ყლაპა, დააკვირდეთ გარკვეულ ხანს, რომ არ გამოგრჩეთ მეორადი დახრჩობის პირველი ნიშნები.
სიმპტომები, რომლებიც შეიძლება წყალთან კონტაქტიდან 72 საათში გაჩნდეს, ასეთია:
არათანაბარი სუნთქვა;
ძლიერი დაღლილობა;
გაღიზიანება და განწყობის მკვეთრი, აუხსნელი ცვლილება;
სახიფათი ნიშნების გაჩენებისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს. და კიდევ, აუცილებლად დაიცვათ უსაფრთხოების ზომები:
არ გაჩერდეთ მეტისმეტად დიდხანს წყალში;
არ იყოთ მზეზე დილის 12-დან საღამოს 6 საათამდე;
ზომიერების და უსაფრთხოების წესების დაცვა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისკენ, რომ ნაკლებად შეიქმნათ პრობლემები.