როცა დედა ამეტებს თავის უფლებამოვალეობებს და ჩვეულებრივი დედის ნაცვლად, მტრად ექცევა შვილს! ბოტოქსის ინიექცია და ფეხების ცვილით დეპილაცია - ყველაფერი ეს 8 წლის გოგონაზე! არარეალურად ჟღერს, მაგრამ ეს სინამდვილეა. ასეთია კალიფორნიელი 8 წლის გოგონას ცხოვრება. ისევე როგორც მის თანატოლებს, ბრიტნი კემპბელსაც უყვარს ცეკვა, თოჯინებით თამაში და მუსიკის მოსმენა. მაგრამ მისი რეჟიმი სრულიად განსხვავებული და უჩვეულოა.
3 თვეში ერთხელ ბრიტნი გადის კოსმეტიკურ პროცედურებს. მისი დედა კერი ამზადებს ნემსს ბოტოქსისთვის და უვსებს გოგონას სახეს ამ ნივთიერებით.
კერი - 34 წლის კოსმეტოლოგია ბირმინგემიდან. ის ბოტოქსის ინიექციებს უკეთებს გოგონას ტუჩებსა და შუბლში. ის ამბობს: "ყველაფერი, რასაც ახლა ვუკეთებ ბრიტნის, დაეხმარება მას ვარსკვლავად ჩამოყალიბებაში.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის გახდება მოდელი, მსახიობი და მომღერალი. ეს პროცედურები კი დაეხმარება იმაში, რომ დიდი ხნის მანძილზე იყოს ლამაზი და მიმზიდველი".
"ბრიტნის უნდა, რომ სუპერვარსკვლავი გახდეს, რაშიც ყველაფრით დავეხმარები. ვფიქრობ, ნებისმიერი დედა ასე მოიქცეოდა თავისი გოგონასთვის".
სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ბოტოქსმა შეიძლება დაფაროს დაბერების სიმპტომები, მაგრამ ის ხომ ვერ შეაჩერებს გოგონას ზრდას?
"არაერთ კონკურსში მიგვიღია მონაწილეობა, - ამბობს კერი. - ჩემი გოგონა ბევრჯერ ყოფილა თავისი გარეგნობით უკმაყოფილო ".
კერი ამაყობს იმით, რომ ბრიტნი ერთ-ერთი ყველაზე პატარა გოგონაა, რომელმაც გაიკეთა ბოტოქსის ინიექცია.
მიუხედავად ექიმების გაფრთხილებისა, კერი თვლის, რომ ეს პროცედურები აბსოლუტურად უსაფრთხოა გოგონასათვის.
"ვწუხვარ, რომ ბრიტნის ასაკში არ დავიწყე მეც ინიექციების გაკეთება", - ამბობს კერი.
როდესაც კერის ჰკითხეს, თუ რატომ უკეთებდა ფეხებზე ცვილით დეპილაციას, მან უპასუხა, რომ აუცილებელია თმის ზრდის შეჩერება მანამ, სანამ გოგონა მიაღწევს სქესობრივ მომწიფებას.
"პროცედურების შემდეგ უკეთესად გამოვიყურები", - აღნიშნავს ბრიტნი.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ 8 წლის გოგონა სულაც არ არის წინააღმდეგი ასეთი პროცედურებისა, პირიქით, ამბობს: "ყოველდღე, როდესაც სარკეში ვიყურები, სულ უფრო მეტად მომწონს საკუთარი თავი. მინდა გავიკეთო მკერდი და გავისწორო ცხვირი, რის შემდეგაც ნამდვილად გავხდები ვარსკვლავი".
კერიმ ინექციების გაკეთება 1 წლის წინ დაუწყო თავის გოგონას. ეს იყო ბრიტნის დაბადების დღის საჩუქარი. მას შემდეგ 3 პროცედურა ჩაუტარა. "ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. მე კვალიფიციური კოსმეტოლოგი ვარ და მშვენივრად ვიცი, რომ ზიანი არ დაადგება ჩემს შვილს", - ამბობს დედა.
"ჩვენ არაფერს ვაკეთებთ კანონსაწინააღმდეგოს", - აცხადებს კერი.
ქალი ძალიან ბრაზდება, როდესაც აკრიტიკებენ და ეუბნებიან, რომ მისი შვილის ჯანმრთელობას ზიანს მოუტანს მსგავსი პროცედურები.
"მე შეუდარებელი დედა ვარ. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ვიზრუნებ ჩემი გოგონას გარეგნობაზე. ის ყველაზე ბედნიერი ბავშვია დედამიწაზე", - ამბობს კერი.