თათია შარანგია რამდენიმე საათის წინ დაბადებულ შვილს მადლობას უხდის
თათია შარანგია რამდენიმე საათის წინ დაბადებულ შვილს მადლობას უხდის
პიანისტ თათია შარანგიას და სანდრო შელიას საერთო შვილი შეეძინათ. წყვილმა ოჯახი რამდენიმე წლის წინ შექმნა, მაგრამ აქამდე საერთო შვილი არ ჰყოლიათ - ერთმანეთის შვილებს ზრდიდნენ. თათიას ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილთან, ლაშასთან, ორი ბიჭი ჰყავს, მათ შორის ერთ-ერთი ბაბუის მოსახელეა. მის მეორე მეუღლე სანდრო შელისაც ასევე ბიჭი ჰყავს პირველი ქორწინებდან.
გუშინ ღამით კი ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში ოჯახს კიდევ ერთი მამრობითი სქესის წარმომადგენელი შეემატა. ბედნიერმა დედამ სამშობიაროდან პოსტი გამოაქვეყნა და რამდენიმე საათის დაბადებულ შვილს
მადლობა გადაუხადა:

„დაიბადა ჩვენი სიყვარული! ენდრიუ ალესანდრო შელია! არვიცი, რა ვთქვა ამ საოცარ ბიჭზე! მადლობა ღმერთს ამ შეუდარებელი საჩუქრისთვის და მადლობა ჩვენს ანდრუშას, რომ ჩვენი ოჯახი აირჩია, რომ ჩვენ გაგვხადა ღირსი გავმხდარიყავით მისი მშობლები!!!“
თეკლა ჟვანია

5015
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?