ნუ გაუწევთ ბავშვს დათვურ სამსახურს, თორემ მერე ძალიან ინანებთ
"მომაწოდე, მომიტანე, აალაგე" – ამ სიტყვებმა შეუმჩნევლად დაიმკვიდრეს თანამედროვე ბავშვების ლექსიკონში ადგილი. ფსიქოლოგები მსჯელობენ, თუ რა მიზეზით მომრავლდნენ პატარა "მბრძანებლები" და შეიძლება თუ არა რამე მოვუხერხოთ მათ.
არც ისე დიდი ნის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა წარსულში ბავშვებს ჰქონდათ განსაზღვრული მოვალეობები: მაგალითად, დაყრილი სათამაშოების აკრეფა, ტანსაცმლის კარადის დალაგება, საწოლის გასწორება. მოზარდებს უფრო რთული მოვალეობები ჰქონდათ, მაგალითად, სანამ მშობლები დაბრუნდებოდნენ სამსახურიდან - უნდა დაელაგებინათ სახლი. შედეგად, უფრო მოწესრიგებულები იზრდებოდნენ.
როგორ გავიგოთ, რომ თქვენ ზრდით მბრძანებელს?
1. თუ ერთი საათის განმავლობაში თქვენ გაიგებთ ბავშვისგან 5 თხოვნას, რომლის შინაარსიც ისეთია, რომ თავადაც შეუძლია ხუთივე მოთხოვნის შესრულება - თქვენი დახმარების გარეშე, ეს უკვე არის სარიოზული მიზეზი დაფიქრებისა. ნებისმიერ ჯანმრთელ ბავშვს (ახალშობილის გარდა), შეუძლია დედის და სხვა ოჯახის წევრების დახმარების გარეშე აიღოს ტელევიზორის პულტი, დაისხას წყალი ან აიღოს სათამაშოებიდან თავისი საყვარელი თოჯინა. თუ ყოველივე ამას მის მაგივრად თქვენ აკეთებთ - ე.ი. თქვენ გეზრდებათ პატარა მბრძანებელი.
ასევე იხილეთ: 5 წესი, რომ ბავშვს წინააღმდეგობის დაძლევა ასწავლოთ
2. თუ ერთი საათის განმავლობაში სამჯერ მაინც გაიფიქრებთ: "ამას დამოუკიდებლად ვერ გააკეთებს, დაუვარდება, იტკენს", ე.ი. თქვენ მიეკუთვნებით საგანგაშო კატეგორიის მშობლებს, რომელიც ყველანაირად იცავს თავის მბრძანებელს. გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა. ალბათ გახსენდებათ გადატყავებული მუხლები, გაურეცხავი ვაშლები და გაფუჭებული სათამაშოები. არაფერია, ხომ გაიზარდეთ, ხომ ხართ ცოცხალი და ჯანმრთელი?!
3. თუ ბავშვს არ აქვს არანაირი ვალდებულება, კარგად სწავლის გარდა, მაშინ მშობლები იმედოვნებენ, რომ ბავშვი თავის ცხოვრებაში განახორციელებს იმ სურვილებს, რაც თავად ვერ (არ) განახორციელეს. ასეთ შემთხვევაში ბავშვი წარმატებული ვერანაირად ვერ გახდება, თუმცა, თვითმომსახურების უნარები მოზრდილ ასაკში აუცილებლად დასჭირდება.
4. თუ 3-4 წლის ბავშვი მშვიდად იღებს ხელში თქვენს ნოუთბუქს, სხვა ოჯახის წევრების პირადი ჰიგიენის ნივთებს - ე.ი. თქვენს ოჯახში არ არსებობს მკაცრად დაწესებული საზღვრები: "ეს ჩემია, ეს კი - სხვისი". გაიხსენეთ, თქვენი პატარაობისას როგორი იყო მშობლების რეაქცია, როდესაც დაუკითხავად ძვრებოდით მამის ხელსაწყოებში ან მიუჯდებოდით დედის საკერავ მანქანას? რაში იყვნენ დამნაშავე მშობლები, როდესაც მიგითითებდნენ, პატივისცემით მოპყრობოდით სხვის კუთვნილებას?
5. თუ თქვენთვის მარტივია "ყველაფერი თავად აკეთოთ" და არ შეგიძლიათ მშვიდად აუხსნათ ბავშვს, თუ როგორ გაწმინდოს მტვერი ან როგორ დაუსხას ყვავილებს წყალი - მაშინ თქვენ დათვურ სამსახურს უწევთ მას. რა თქმა უნდა, სასარგებლო საქმიანობის უნარების შესწავლა დიდ დროსა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ გაუჭირდება მას მომავალში, თუ ყველაფერს მის მაგივრად თქვენ გააკეთებთ? ადრე თუ გვიან მაინც დაიყვირებთ ხმამაღლა: "შენ თვითონ შეგეძლო ამის გაკეთება!" თქვენი მოზრდილი შვილი კი გიპასუხებთ: "რისთვის? - შენ ხომ ყოველთვის ჩემ მაგივრად აკეთებდი ყველაფერს?!"
6. თუ თქვენ ნებისმიერ ადამიანს "შეაჩვენებთ" იმის გამო, რომ მან "გაბედა" და შენიშვნა მისცა თქვენს შვილს, ამით პრაქტიკულად გაამყარებთ მის "ვარსკვლავურ" სტატუსს. მით უმეტეს, თუ შენიშვნა დამსახურებული იყო, თუ ბავშვი მართლა ცუდად იქცეოდა. არ არის მეფური საქციელი - მიეჩვიო სუბორდინაციას და უხერხულობა მიანიჭო გარშემო მყოფთ.
თუ გეცნოთ ეს ყველაფერი, დროა, ტაქტიკა შეცვალოთ და მეტად მიაჩვიოთ თქვენი შვილი დამოუკიდებელ ცხოვრებას და საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარებასა და გამოყენებას.
ასევე იხილეთ: როგორ აღვზარდოთ ბავშვი პიროვნებად