ულამაზეს დებ ქორქიებს არანაკლებ ლამაზი დედა ჰყოლიათ (ფოტო) დები ქორქიების სილამაზე საქვეყნოდაა ცნობილი. ლიკას და ანუკის თურმე ისეთ ლამაზი დედა ჰყოლიათ, სულაც არაა გასაკვირი გოგონების ასეთი გარეგნობა. ლანა სიხარულიძეს საოცრად ჰგვანან მისი შვილები.
გარდა სილამაზისა, დები ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევიან, ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ერთმანეთის გარეშე ისინი ვერ იქნებოდენენ, ვინც ახლა არიან. დღეს ლიკას დაბადების დღეა, ანუკი დას იუბილეს თბილი სიტყვებით საჯაროდ ულოცავს:
„ხშირად მიფიქრია, ვინ ვიქნებოდი, რომ არა ის?? არავინ და არაფერი! არცთუ ისე კარგი, სულ სხვანაირი მე... დღეს ჩემი ყველაზე ახლო მეგობრის, ყველაზე ლამაზი გოგოს, ყველაზე კეთილშობილი, ფანტასტიური იუმორის მქონე, გასაოცრად სწორი და კარგი ადამიანის, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი დღესასწაულის, მოკლედ, ყველაზე, ყველაზე ლიკას დაბადების დღეა. ურაააა!“
თეკლა ჟვანია