"ვისთან ერთადაც ამაყად ვივლიდი თბილისის ქუჩებში... არ ჰქონდა მნიშვნელობა, ქართველი იქნებოდა ის თუ უცხოელი" მოდელ თაკო ნაცვლიშვილს, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიო მოდის სფეროში თავისი სილამაზით გაიტანა, ასევე ძალიან ლამაზი მშობლები ჰყავს. ყოფილი კალათბურთელი და ასევე ყოფილი პოლიტიკოსი ვატო ნაცვლიშვილი და ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს ხელმძღვენალი, ყოფილი მოდელი ნინო ცქიტიშვილი დღემდე თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო წყვილად ითვლებიან. 20 წლის ცოლ-ქამრს მეოთხე ბიჭი ერთი წლის წინ შეეძინა, მანამდე კი სამი შვილი ჰყავდათ. დღეს ვატოს დაბადების დღეა, მეუღლე იუბილეს საჯაროდ სოციალური ქსელით ულოცავს:
„სანამ ოჯახს შევქმნიდი, სულ ვოცნებობდი, რომ ჩემი მეორე ნახევარი ყოფილიყო ადამიანი, ვინც პირველ რიგში ვიზუალით, სიმაღლით, ფერით, სულით და ხორცით ჩემი ტოლი და სწორი იქნებოდა. ვისთან ერთადაც ამაყად ვივლიდი თბილისის ქუჩებში და არამარტო. ვისთანაც მეყოლებოდა ულამაზესი შვილები, არ ჰქონდა მნიშვნელობა, ქართველი იქნებოდა ის თუ უცხოელი. მეათეხარისხოვანი იყო მისი პერსპექტიული თუ მატერიალური მხარე (ისე, არც ეს აკლდა), ჰოდა, ჩემო მეგობრებო, ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი!!!
დღეს ამ მაგარი ბიჭის დაბადების დღეა. უზომოდ მიყვარს ეს ბიჭი და ეს დღე, რადგან ამ დღეს ის ჩემთვის გაჩნდა! უკვე წელს მე-20-დ ვულოცავ და მე-20 წელია, რაც მაბედნიერებს. კიდევ 100-ჯერ მინდა მოგილოცო, ვატ!!! მიყვარხარ! გილოცავ, (ბასო)".
თეკლა ჟვანია