2 შვილის მამას 13 დედმამიშვილი დარჩა - ბორი ხარძიანს კვლავ ეძებენ მდინარე ენგურში გადავარდნილ მამაკაცს კვლავაც ეძებენ. თუმცა შანსი იმის, რომ ის ცოცხალი იყოს, პრაქტიკულად აღარ არსებობს.
უშგულიდან მიმავალ ავტომობილში, რომელიც მდინარეში გუშინ გადავარდა, ბორის ხარძიანი იჯდა. ის ორი შვილის მამა გახლავთ და სვანეთში ცნობილი გურამ ხარძიანის შვილი - ბატონ გურამს და მის მეუღლეს 14 შვილი ჰყავთ!