"ეს ტკივილი მინიმუმია იმ სიხარულთან შეფარდებით, რაც მოაქვს მას..." - თათია შარანგია მშობიარობის პროცესს იხსენებს პიანისტი თათია შარანგია, რომელსაც მესამე შვილი შეეძინა რამდენიმე დღის წინ, მშობიარობის პროცესს იხსენებს:
"და აი, ასე წავედით სამშობიაროში... ნერვიულობა და მოუთმენლობის განცდა ირეოდა ერთმანეთში. ნერვიულობა ცოტა იყო, არ მეშინოდა მშობიარობის, ანესთეზიის, ტკივილის... უფრო სასიამოვნო შფოთვა ჭარბობდა ცხოვრების ერთერთი (სამიდან) ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ... არ მჯეროდა რომ დადგა ის ნანატრი დღე როცა ჩვენს შვილს გავიცნობდით... ნანატრს, ნალოლიავებს, მოსაფერებელს.
რა თქმა უნდა, წუთით არ მომშორებია სანდრო, მისი გვერდით ყოფნა ანახევრებდა ტკივილს... მშობიარობა არც ისე მარტივი იყო, 10 საათი გაგრძელდა. ტკივილებს ვგრძნობდი, უნდა მეგრძნო კიდეც ანდრუშა ამად ნამდვილად ღირს... ჩემი ექიმი კითხვაზე, თუ როდის მეღირსებოდა ჩემი ნანატრი ბიჭის ნახვა, ჩვეული სიმშვიდით მპასუხობდა - დღეს კიდევ რამე გეგმები ხომ არ გაქვს? დღეს, დღეს შეხვდები თქვენს პრინცსო...
6:30 წუთზე დაიბადა ჩვენი ანგელოზი, სამშობიაროში სიხარულით შეეგებნენ, "კატალონიელი, შავგვრემანი ბიჭი დაიბადაო", რა იცოდნენ, რომ ეს ბიჭი ამერიკელია, და თან ქართველი ამერიკელი, რომელიც აუცილებლად გაიზრდება თავისი ქვეყნის პატრიოტი...
ბევრი არ მინდა ვილაპარაკო, ამ შეგრძნებებს მაინც ვერ აღვწერ ვერც ერთი სიტყვით... კიდევ ერთს გავიხსენებ მშობიარობის წუთებიდან... გულზე დამაწვინეს თუ არა, დავლოცე და ვუსურვე ყველაფერი, რაც დედამ შეიძლება უსურვოს შვილს, დავინახე თუ არა, შევეხე თუ არა, დამავიწყდა თუკი რამ მეტკინა... ვთქვი, რომ კიდევ ბევრ შვილს გავაჩენდი, ღმერთის ნებით და რომ ეს ტკივილი მინიმუმია იმ სიხარულთან შეფარდებით, რაც მოაქვს მას... და ვინც მოჰყავს მას...
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვისაც გაგიხარდათ ჩვენი ბედნიერება. თითოეული თქვენგანის მილოცვა განსაკუთრებული და ფასეულია ჩემთვის. ძალიან მიყვარხართ!!!
ყველას გისურვებთ, ბედნიერი მშობლები იყოთ, მშობლები და მომავალი მშობლები".
თათიასა და მისი მეუღლის სანდრო შელიასთვის ეს პირველი საერთო შვილია - ორი ვაჟი თათიას ლაშა შევარდნაძისგან ჰყავს, სანდროსაც ჰყავს ერთი შვილი პირველი ქორწინებიდან.