ხატია სიჭინავა: „თურქეთში და აჭარაში დასვენება თითქმის ერთი ფასი ღირს“
ხატია სიჭინავა: „თურქეთში და აჭარაში დასვენება თითქმის ერთი ფასი ღირს“
ზაფხულის ცხელი დღეები ქალაქგარეთ დასვენების გარეშე წარმოუდგენელია. ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა ოჯახთან ერთად ამჯერად კიკეთში ისვენებს საკუთარ აგარკზე, სადაც მას მეგობრებიც ხშირად სტუმრობენ. როგორ ახერხებს 3 შვილის დედა, ბავშვებთან ერთად კომფორტულად დასვენებას, ამის შესახებ მკითხველს ესაუბრება:

- ჩვენი ოჯახის დასვენება ივლისის თვეში დაიწყო, თავდაპირველად ბავშვებთან ერთად, აჭარაში გავემგზავრეთ. ამჯერად კი, კიკეთში ვართ აგარაკზე. დღეს საღამოს ალმა-ატაში მივფრინავთ მე და რამაზი, სადაც რამდენიმე დღით დავრჩებით. აგვისტოში ბევრი ჩვენი მეგობრის შვილმა იქორწინა და ალმა-ატაშიც ქორწილში მივემგზავრებით. შემდეგ კი თურქეთში მივდი
ვართ, იქაც ქორწილში ვართ დაპატიჟებულები.

- სამი ბავშვით დასვენება საკმაოდ შრომატევადია, ვინ გეხმარებათ ბავშვების მოვლაში?
- ჩვენ გვყავს ორი ძიძა, რომლებიც ფანტასტიურად უვლიან ჩვენს ბავშვებს. აჭარაში ერთი თვით ვიყავით, ხშირად მიწევდა თბილისში წამოსვლა და მათ თავისუფლად ვუტოვებდი ბავშვებს.

- კმაყოფილი ხარ აჭარაში დასვენებით, გამოსწორდა თუ არა თუნდაც მომსახურების სერვისი და ფასები?
- გამოსწორდა თუ არა რამე, ეს ალბათ ადგილობრივებს უნდა ჰკითხოთ. ბევრი ტურისტია აჭარაში, რაც კარგად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ფასებს რაც შეეხება, თურქეთში და აჭარაში დასვენება თითქმის ერთი ფასი ღირს, ამიტომ მომავალ წელს საოჯახო პაკეტს ავიღებ და ბავშვებთან ერთად თურქეთში გავემგზავრებით.
სადაც მომსახურების მაღალი დონე, საუკეთესო სასტუმროები და მუდმივად მზიანი ამინდია. წელს მხოლოდ ერთი კვირა გამიმართლა აჭარაში ამინდმა. განაგრძეთ კითხვა
2774
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი