წელიწადის დრო პირდაპირ მოქმედებს მის ხასიათზე ზაფხულში დაბადებული ბავშვები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე-ზამთარში. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, წელიწადის დრო პირდაპირ მოქმედებს მის ხასიათზე. ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც დაიბადნენ ზამთარში, იტანჯებიან სეზონური აფექტური აშლილობით. ასეთი დასკვნა გამოიტანეს მეცნიერებმა ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ. თაგვების ერთ ჯგუფს ზრდიდნენ ე. წ. ზაფხულის პირობებში, ანუ მათი ვოლიერები განათაბული ჰქონდათ 18 საათი დღე- ღამის განმავლობაში. ამავდროულად თაგვების მეორე ჯგუფი იზრდებოდა „ ზამთრის’ პირობებში ( მათთან შუქის წყარო 8 საათის განმავლობაში ანათებდა). ამის შემდეგ თაგვების ორივე ჯგუფი მოათავსეს ბნელ სივრცეში, რათა ენახათ თუ როგორ გაართმევდნენ თავს „ წელიწადის დროის შეცვლას“. პირველ ჯგუფში არანაირი არსებითი ცვლილებები არ შეიმჩნეოდა. „ ზამთრის“ თაგვებს კი მოწყენილობა დაეტყოთ. მათ განუვითარდათ დეპრესიის ყველა კლასიკური ნიშანი.
მსგავსი თავისებურებები შეიმჩნევა ადამიანებშიც. „ ზამთრის „ ადამიანები ცუდად იტანენ დღის შუქის შემცირებას. ამ პერიოდში მათ სტრესისა და დეპრესიის ნიშნები უვითარდებათ.ამ მხრივ „ ზაფხულის“ ბავშვები მეტად მდგრადები არიან.
მეცნიერები ამ ფენომენს ხსნიან იმით, რომ „ ზამთრის“ ბავშვებს ორგანიზმში ბიოლოგიური საათის მოქმედება შენელებული აქვთ.