ყველაზე კითხვადი
დედა, რომელმაც კინაღამ დაკარგა შვილი, ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნეზე აფრთხილებს ყველას
დედა, რომელმაც კინაღამ დაკარგა შვილი, ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნეზე აფრთხილებს ყველას
როდესაც 9 წლის ბიჭმა უთხრა, რომ თავის მოკვლა უნდოდა, დედა შოკში ჩავარდა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო სერიოზული დაავადების სიმპტომი.
ზოია დიდხანს ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა მისი ბიჭის თავს. ის ძალიან შეიცვალა - გახდა ჭირვეული და ნებისმიერი წვრიმანი აღიზიანებდა. უმიზეზოდ შეეძლო დაეწყო ტირილი.
«კოშმარი დაიწყო 2010 წელს, როდესაც ჯუდი 6 წლის გახდა. ერთ დილას გაიღვიძა და დაემართა ეპილეპტიური შეტევა. სასწრაფომ მიგვიყვანა საავადმყოფოში. გამოკვლევების შემდეგ ექიმმა გვითხრა, რომ ბავშვს
ტვინზე წანაზარდი ჰქონდა“, - იხსენებს ზოია.

დარწმუნებულები არ იყვნენ, რომ
ეს სიმსივნე იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, მოეცადათ და დაკვირვებოდნენ. ჯუდს დაუწყეს ეპილეფსიის მკურნალობა. ერთი თვის შემდეგ შეტევა განმეორდა, მოემატა დაღლილობა, გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი, უსიამოვნო გემო პირის ღრუში. ზოიას ხშირად უწევდა სკოლიდან ჯუდის გამოყვანა. ერთხელ საზაფხულო არდადეგების დროს ჯუდმა შეუძლოდ იგრძნო თავი და მალევე დაეწყო კრუნჩხვები.
„ კანკალებული ხელით გამოვიძახე სასწრაფო. ჯუდი ძალიან ცუდად იყო. 30 წუთის მანძილზე ცდილობდნენ მდგომარეობის დასტაბილურებას. მე გვერდით ვეჯექი და ვუყურებდი, როგორ კვდებოდა ჩემი შვილი“, - იხსენებს ზოია.
mshoblebi
იმისათვის, რომ ბიჭი გონზე მოსულიყო,  ექიმებს 5 საათი დასჭირდათ. როდესაც თვალები გაახილა, ამბობდა,  რომ კედლიდან შავი ობობები გამოდიოდნენ. ეძახდა დედას დასახმარებლად, მაგრამ როდესაც ზოია მიდიოდა, ყვიროდა: “წადი, შენ არ ხარ ჩემი დედა"ჰალუციანციები შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიის მძიმე ფორმამ, მაგრამ მაშინ ზოია პირველად დაეჭვდა, რომ მიზეზი შეიძლებოდა უფრო საშიში ყოფილიყო. ასეც აღმოჩნდა. კომპიუტერული კვლევის შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ ჯუდს ტვინის სიმსივნე ჰქონდა.

«გაოგნებული ვიყავი და ვბრაზობდი, რომ 3 წელი დავკარგეთ, მაგრამ ამავდროულად ვიგძენი შვება: ბოლოს და ბოლოს სწორი მკურნალობა დაენიშნებოდა ბავშვს. ექიმებმა თქვეს, რომ ოპერაცია აუცილებელი იყო, თუმცა, უნდა შეეფასებინათ რისკები. გამოგვიშვეს სახლში“, - იხსენებს ზოია.
ბიჭი ძალიან შეიცვალა: ეშინოდა გარეთ გასვლა, აღარ ინტერესდებოდა სათამაშოებით. ერთხელ თქვა, რომ ამერიკაში უნდოდა წასვლა.
«გამიხარდა, ვიფიქრე დისნეილენდში უნდოდა წასვლა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ იარაღის საყიდლად უნდოდა წასვლა, რათა თავი მოეკლა. არც ერთმა დედამ არ უნდა მოისმინოს ასეთი რამ თავისი 9 წლის ბიჭისგან“, - იხსენებს დედა. ჯუდი ამბობდა, რომ მის ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა. ზოიას ეშინოდა და თვალს არ აშორებდა ბიჭს, რათა რამე არ დაეშავებინა თავისი თავისთვის. როგორც იქნა ,დაურეკეს საავადმყოფოდან და დანიშნეს ოპერაციის დღე. 2013 წლის 16 დეკემბერს ჯუდს გაუკეთდა ოპერაცია და ამოკვეთეს სიმსივნე.
mshoblebi
«ოპერაცია 7 საათს გრძელდებოდა. ნებისმიერი ჩარევა თავის ტვინში დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. გამუდმებით ვიმეორებდი ლოცვას: ღმერთო გემუდარები, კარგად იყოს ჩემი ბიჭი“.
მისი ლოცვა შესმენილ იქნა. ექიმებმა მთლიანად ამოკვეთეს სიმსივნე ისე, რომ არ დააზიანეს არც მეხსიერების და არც მეტყველების ცენტრები. ოპერაციის შემდეგ ჯუდი ისევ ისეთი მზრუნველი ბიჭი გახდა, როგორიც ადრე იყო.

თავის ტვინის სიმსივნის დამახასიათებელი სიმპტომები ბავშვებსა და მოზრდილებში:
● გამუდმებული ან პერიოდული ღებინება;
● გამუდმებული ან პერიოდული თავის ტკივილები;
● კოორდინაციისა და სიარულის პრობლემები;
● გაორებული მხედველობა;
● თვალების არასწორი მოძრაობა;
● თავის არასწორი მდებარეობა;
● შეტევები და კრუნჩხვები;
● დაღლილობა;
● თავის გარშემოწერილობის გაზრდა ახალშობილებში;
● სიმპტომები ვარირებს ასაკის მიხედვით.
რომელიმე სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში - დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
7242
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
24.09.2017
თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალი ოჯახმა არ გადმოასვენა - „როცა ხელფასს იღებდა, მაშინ ხომ უნდოდათ დედა!“
23.09.2017
ეს ულამაზესი ქალი ”მის მსოფლიო 2013”-ია... ინვალიდის ეტლში მჯდომ ქალებს შორის.
23.09.2017
ჰობი - საქმიანობაა, რომელიც თავისუფალ დროს სიამოვნებას გვანიჭებს. გავერკვეთ, რომელი ჰობი გვიუმჯობესებს ცხოვრებას.
23.09.2017
"უფროსი შვილი ძალიან წარმატებული მოწაფეა. ზოგჯერ ვეუბნები ცოტა დაისვენე-მეთქი..."
23.09.2017
31 წლის ცირა ბოლქვაძე და მისი მეუღლე მალხაზ ბოლქვაძე 15 წელი ელოდნენ ნანატრ შვილს და ერთდროულად სამი შეეძინათ.
22.09.2017
"მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი. შეიძლება ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ, მაგრამ იმედია, სწორად აღიქვამთ ჩემს ამბავს და მთლად ნუ გამასწორებთ მიწასთან..."
22.09.2017
8 თვის ორსულია და მეუღლე ხატებს ყიდის და თვითონ მოწყალებას აგროვებს სამშობიაროში გადასახდელად




გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
არქივი