ყველაზე კითხვადი
"ბავშვმა უმეტესი დრო სოფელში უნდა გაატაროს" - გვანცა დარასელია ბავშვებს ჩვეულებრივ სოფელში ასვენებს
"ბავშვმა უმეტესი დრო სოფელში უნდა გაატაროს" - გვანცა დარასელია ბავშვებს ჩვეულებრივ სოფელში ასვენებს
ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ცოტა ხნის წინ მეორედ გახდა დედა და ვაჟის შემდეგ ქალიშვილი - ლილე შეეძინა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ლილე ძალიან ჰგავს დედას - გვანცას ბავშვობის ფოტოს თუ შევადარებთ, დავრწმუნდებით. თავად გვანცა კი თავის მშვენიერ დედას ჰგავს.

პატარა მალევე მონათლეს - მას ცნობილი ნათლიები ჰყავს (იხილეთ ნათლობის ფოტოები), შემდეგ კი, როგორც კი თბილისში აგრილდა, გვანცამ ტრადიციულად სოფელში, თიანეთში წაიყვანა ბავშვები და თითქმის მთელი ზაფხული იქ გაატარეს.

"როგორც წესი, ყოველ ზაფხულს ვცდილობ, ერთი
კვირით მაინც ჩავიდე ჩემს სოფელში - თიანეთში, ამ წუთშიც აქ
ვარ. ჩემი შვილი და ძმისშვილები ყირაზე გადადიან, ერთად ყოფნა ძალიან უყვართ, თან გრილა, დიდი ეზო გვაქვს და კარგად ერთობიან. გარდა ამისა, სასიამოვნოა, როცა შენი შვილიც იმ სახლში ისვენებს, იქ თამაშობს, სადაც შენ ხარ გაზრდილი. პირადად მეც, ყველაზე მშვიდად აქ ვგრძნობ თავს და ბავშვებიც კმაყოფილები არიან.

mshoblebi
ყველა მშობელმა იცის, რომ ბავშვებთან ერთად დასვენება არ გამოდის, მაგრამ პატარასთან ერთად ბათუმში წასვლას, აქ ჩამოსვლა მირჩევნია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ სუფთა გარემოა, ნატურალურ პროდუქტებს ვიღებთ, გვაქვს ჩვენი ბოსტანი, დიდი ეზო, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვაგვარ გასართობზე თამაშობენ ბავშვები. ბათუმში კი სრულიად სხვანაირ რეჟიმში გიწევს ყოფნა, მაინც სულ დაძაბული ხარ, გეხარჯება ბევრი ფული, გეშლება ნერვები, ხანდახან ცუდი ამინდია და ეს ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე. რასაკვირველია, სასურველია, ბავშვმა მთაშიც დაისვენოს და ზღვაზეც, მაგრამ უმეტესი დრო, მაინც სოფელში უნდა გაატაროს, მე ასე გავიზარდე და შეიძლება ამიტომ ვფიქრობ ასე", - ამბობს გვანცა ჩვენი საიტის ერთ-ერთ ინტერვიუში.
mshoblebi
სანამ ბავშვებს თბილისში წამოიყვანდა, დედამ შვილებთან ერთად გაატარა დრო და საოცარი ფოტოები გადაუღო. რამდენიმე დღის წინ კი ოჯახმა თიანეთი დატოვა: 

"პირველი მოცვლილი კბილი, პირველი ველოსიპედი დამხმარე თვლების გარეშე და პირველი "დას ვფიცავარ". ნამცხვრისთვის გადასასმელი კრემის თითებით ლოკვა და ივრის სრიალა ქვებზე წყალში ჩატყეპება. 2 საუზმე, 2 სადილი და 2 ვახშამი. არანაირი გაჯეტები და არავითარი უთო! კიდევ, 93 წლის ციცო ბებოს და 5 თვის ლილე-გოგოს დამეგობრების ამბავი. მოკლედ, ყველაზე მაგარი ბავშვური მოგონებებიდან მხოლოდ რამდენიმეს გიზიარებთ და თიანეთს მომავალ წლამდე ვემშვიდობებით", - დაწერა გვანცამ ფეისბუქზე. 
mshoblebi
ამჟამად კი ტელეწამყვანი მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად ბათუმში იმყოფება. 
mshoblebi


25290
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (1)
22:26 / 13-08-2017
Nana
მართლაც რომ საუკეთესო არჩევანია, ბედნიერი დასვენება, და მართლაც დასვენება
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
24.09.2017
თურქეთში გარდაცვლილი ქართველი ქალი ოჯახმა არ გადმოასვენა - „როცა ხელფასს იღებდა, მაშინ ხომ უნდოდათ დედა!“
23.09.2017
ეს ულამაზესი ქალი ”მის მსოფლიო 2013”-ია... ინვალიდის ეტლში მჯდომ ქალებს შორის.
23.09.2017
ჰობი - საქმიანობაა, რომელიც თავისუფალ დროს სიამოვნებას გვანიჭებს. გავერკვეთ, რომელი ჰობი გვიუმჯობესებს ცხოვრებას.
23.09.2017
"უფროსი შვილი ძალიან წარმატებული მოწაფეა. ზოგჯერ ვეუბნები ცოტა დაისვენე-მეთქი..."
23.09.2017
31 წლის ცირა ბოლქვაძე და მისი მეუღლე მალხაზ ბოლქვაძე 15 წელი ელოდნენ ნანატრ შვილს და ერთდროულად სამი შეეძინათ.
22.09.2017
"მარტოხელა ვარ, უიმედო და სასოწარკვეთილი. შეიძლება ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ, მაგრამ იმედია, სწორად აღიქვამთ ჩემს ამბავს და მთლად ნუ გამასწორებთ მიწასთან..."
22.09.2017
8 თვის ორსულია და მეუღლე ხატებს ყიდის და თვითონ მოწყალებას აგროვებს სამშობიაროში გადასახდელად




გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?
არქივი