ზოგმა ბათუმს მიაშურა, სხვებმა კი თურქეთი და საბერძნეთი არჩიეს (ფოტოები) ზაფხული არდადეგების, დასვენების, მოგზაურობის დროა. ვინც ახერხებს, სწორედ წელიწადის ამ დროს სწყდება სამუშაოს, ხანდახან - ოჯახსაც და ისე ატარებს შვებულების დღეებს, როგორც შესაძლებლობები მისცემს ამის საშუალებას.
ჩვენ ცნობილი დედების დასვენების ფოტოებს გადავავლეთ თვალი.
ნუკა კვალიაშვილმა საყვარელ მეუღლესა და ორ ვაჟთან ერთად ზაფხულის ცხელი დღეების გატარება ბათუმის სანაპიროზე ამჯობინა. როგორც ყოველთვის, მომღერალი ძალიან კარგ ფორმაშია.
მოდელი ანა კოშაძე ქმარ-შვილსა და რამდენიმე მეგობართან ერთად თურქეთში, ბოდრუმთან ახლოს იმყოფებოდა და შესანიშნავი დრო გაატარა. მის გვერდით იყვნენ თაკო ჩხეიძე და თიკა ფაცაცია. ასევე განსაკუთრებულ ფორმაშია სამი შვილის დედა თიკა ფაცაცია (იხილეთ ფოტოები).
ტელეწამყვანები ნანუკა ჟორჟოლიანი და დიკო ჯოჯუა მეგობრებთან ერთად საბერძნეთში ისვენებდნენ. ნანუკას ქალიშვილიც ახლდა თან.
მოცეკვავე თეა გობეჯიშვილი და წამყვანი ნიკა ლომიძე, მშვენიერ მოცეკვავე ქალიშვილთან - ნიტა ლომიძესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდნენ.