მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (სოფლად თუ ქალაქში) სრულფასოვნად ვერ იკვებება... ნუტრიცია ხარისხიანი საკვების დაბალანსებულად მიღების ჩვევაა, რაც თანამედროვე მსოფლიოს მთავარი გამოწვევაა. არავინ კამათობს იმაზე, რომ უვნებელი პროდუქტი და ჯანსაღი კვება ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხანგრძლივობის გარანტიაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის ნუტრიცია. თუ მათი ორგანიზმი სწორად არ გამოიკვება, შეფერხდება განვითარება, რაც მოზარდების გონებრივ შესაძლებლობებზე, ათვისების უნარსა და მათ მომავალზე იმოქმედებს.
საქართველოს მოსახლეობას ჯანსაღი კვების შესახებ ინფორმაციაც ნაკლები აქვს. ორგანიზაცია "ოქსფამმა" უკვე რამდენიმე წელია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასურსათო უსაფრთხოების პროექტის განხორციელება დაიწყო, რომლისთვისაც მთავარია ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის შექმნა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა...
ამ ყველაფრისთვის კი შესასწავლი იყო საქართველოს მოსახლეობის კვების ხარისხის დონე, ამიტომ ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის მიერ ჩატარდა კვების ეროვნული კვლევა, რომელსაც ნუტრიციის ექსპერტი თამარ მანჯავიძე ხელმძღვანელობდა.
მანჯავიძის თქმით, კვლევისას ოჯახების კვების შესწავლის გარდა, ცალ-ცალკე გაანალიზდა ოჯახის წევრების - ზრდასრული ადამიანებისა და 10-17 წლის ბავშვების, ახალგაზრდების კვების მრავალფეროვნების მდგომარეობა. გამოვლინდა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (სოფლად თუ ქალაქში) სრულფასოვნად ვერ იკვებება.
რომელ კერძს მიირთმევენ საქართველოში ყველაზე ხშირად
პროდუქტის შეძენისას მათთვის ძირითადი კრიტერიუმი ხარისხი და ფასია. უმრავლესობა კითხულობს ეტიკეტს შესასყიდ პროდუქტზე, ინტერესდება ვარგისიანობის ვადით და ფასით.
გამოკითხულებიდან ნახევარზე მეტი გარკვეული პროდუქტების ნაკლებობას ასახელებს, ანუ ისინი მათი რაციონიდან გამორიცხულია. ხშირია ხორცის მიუღებლობის ფაქტები, ზოგიერთი ოჯახი ყველა სახის სურსათის ნაკლებობას მთელი წლის განმავლობაში განიცდის. ყველაზე მძიმე თვეებად ასახელებენ თებერვალს, მარტსა და აპრილს. სურსათის დეფიციტის მთავარი მიზეზი ფინანსური ხელმიუწვდომობაა. ყოველი მესამე გამოკითხული ოჯახი აცხადებს, რომ მათ არ აქვთ საკმარისი თანხა სურსათის საყიდლად. განაგრძეთ კითხვა