დღეს აქ ისეთი ამბავი მოხდა, გაოგნებული ვარ! ნახავარი საქართველო ზღვისპირა კურორტებზეა მომიფანტული. რა თქმა უნდა, ამ დროს სასწარაფო დახმარებასა და სამედიცინო დაწესებულებებს მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობდა. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილი სულაც არ არის ამისთვის მზად და დამსვენებელი დიდ გასაჭირში ვარდება. გთავაზობთ ინტერნეტმომხმარებლის პოსტს ქობულეთიდან...
"დღეს აქ ისეთი ამბავი მოხდა, გაოგნებული ვარ! ძალიან ტრაგიკული ამბავი რომ არ იყოს, ძალიან კომიკური იქნებოდა.
9 წლის ბიჭს ფეხში, ქუსლთან, კენჭი შეერჭო. იმდენად ღრმად შეუვიდა, რომ სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო. ჰოდა
გააქანეს გამწარებული ბავშვი საავადმყოფოში. იქ უთხრეს, საბუთების გარეშე ვერ მიგიღებთო. ქუთაისიდან იყვნენ ესენი, დააბარეს ოჯახის წევრს საბუთები. სანამ საბუთებმა სხვა ქალაქიდან ჩამოაღწია, სამი საათის განმავლობაში ისხდნენ ასე ანერვიულებულები და ელოდნენ.
შეიყვანეს როგორც იქნა ექიმთან, ბავშვი ისტერიკაშია. პაციენტის ტირილზე ექიმი გადარეულა, ნერვები აშლია, სად მაქვს ამის თავიო, წაიყვანეთ უკანო (!!!)
დაბრუნდნენ სახლში ასე - ფეხში ჩარჩენილი კენჭით
ბავშვი ტირის, დედას ფერი აღარ ადევს ნერვიულობისგან.
გამოიძახეს სასწრაფო.
მოვიდა სასწრაფო. წამოდით, საავადმყოფოში წაგიყვანთო. აუხსნეს, ვიყავით უკვე და გამოგვაბუნძულეს, იქნებ თქვენ დაგვეხმაროთო.
ახლა იწყება, რაც იწყება.
/მეორე სერია/
1) სასწრაფოს ექიმმა, პინცეტი არ მაქვს, კენჭი რომ ამოვუღო, წარბების საპუტი მომიტანეთო.
მოარბენინა ერთ-ერთმა დამსვენებელმა ე.წ. კოსმეტიჩკა, ამოიღო წარბების საპუტი, გაუწოდა.
ექიმმა ის იყო მისი არამიზნობრივად გამოყენება განიზრახა, ვიღაცამ წამოიძახა, სპირტით მაინც გაგეწმინდათ სანამ ჭრილობას შეეხებითო.
2) სასწრაფოს ექიმმა, სპირტი მომიტანეთ მაშინო.
გავარდა ვიღაც თავის ოთახში, კიდევ კარგი, აღმოაჩნდა სპირტი. მისცა.
ეწვალა, ეჯახირა ამ წარბების პინცეტით - ვერაფერი. ბავშვი გაწამდა, სტკივა, კივის. ვიღაცამ უთხრა, ეგრე მეც ხომ შევუჩიჩხინებდი, სასწრაფო რისთვის გქვიათ, გამაყუჩებელი მაინც გაუკეთეთ ბავშვსო!
3) სასწრაფოს ექიმმა არ მაქვს გამაყუჩებელი, მოიტანეთ მაშინო. რა გასაკვირია და არცერთს არ აღმოგვაჩნდა.
ექიმმა დაგვაკვალიანა, აფთიაქიდან მოიტანეთო. ოღონდო, ახლოსაა აფთიაქიო? კიო, ვუთხარით. კარგი მაშინო, შორს ყოფილიყო ვერ დაგელოდებოდითო.
იყიდა ვიღაც ღვთისნიერმა გამაყუჩებელი, მოიტანა .
ბავშვი უკვე დაოსებულია ტირილისგან. დედას სადაცაა გული წაუვა.
4) სასწრაფოს ექიმი 9 წლის ბავშვს ამშვიდებს სიტყვებით:
- რა გატირებს? მე გინეკოლოგი ვარ, ამ პატარა კენჭს ვერ ამოგიღებ?!
ბავშვი იზაფრება, თვალები შუბლზე ასდის და შეშინებული კითხულობს:
- გინეკოლოგი რას ნიშნავს????
5) ვაშა! სასწრაფოს ექიმმა, როგორც იქნა, შეძლო კენჭის ამოღება!
წაიკითხეთ ასევე:
და გვეკითხება:
- სანტავიკი არ გაქვთ ვინმეს?
ჩემი ბიძაშვილი გარბის ერთი სახლით იქით (სადაც ვიქირავეთ ოთახი), მოაქვს სანტავიკი, ექიმი საზეიმოდ აწებებს.
6) ამასობაში ბავშვის დედა ცუდად გახდა. ჩემი ბიძაშვილი ახლა წნევის საზომი აპარატის მოსატანად გარბის (აბა, სასწრაფოს საიდან ეგეთები) უზომავს, ნორმაზე მაღალია.
7) სასწრაფოს ექიმი წასასვლელად ემზადება.
- მაღალი წნევა აქვს, როგორ მოვიქცეთ?- ვეკითხები.
- არაფერია, ნერვიულობაზე იცის. - მამშვიდებს.
არადა გულიც ცუდად გაუხდა.
მე რომ ვოლოკორდინის წვეთების მოსატანად გავიქეცი, ე, მაშინ წავიდნენ.
ამბის დასასრული.
მთელი დღეა სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ. ამოდენა სასწრაფო რომ ხარ, სხვა თუ არაფერი, სპირტი და სანტავიკი მაინც არ უნდა გეგდოს, ეს ოხერი?!
წაიკითხეთ ასევე: