ეს კომედიური მსახიობი ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე თურქული სერიალი "მოპარული ცხოვრება" უკვე რა ხანია, გადის "ტელეიმედზე" და როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი ადამიანი უყურებს. განსაკუთრებით ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს ეფსუნის როლის შემსრულებელს - აღმოჩნდა, რომ ამ ნახევრად კომიკურ გმირს ბავშვებიც კი ბაძავენ ხოლმე. რამდენიმე მკითხველის თხოვნით, მოვიძიეთ მის შესახებ ინფორმაცია.
ეფსუნის როლის შემსრულებელი თურქი მსახიობი სერენ მორაია, რომელიც ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. სკოლის დამთავრებისთანავე კომსერვატორიაში ჩააბარა და პარალელურად სტამბოლის უნივრსიტეტში თეატრალურ განყოფილებაზე სწავლობდა.
საკმაოდ ბევრი როლი აქვს შესრულებული თურქულ სერიალებში, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება ეფსუნის როლმა მოუტანა.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სერენი ჯერჯერობით დასაქორწინებელია. ძალიან უყვარს თავისი ოჯახი და მშობლებთან ერთად ხშირად მოგზაურობს. გარკვეულ ხანს თურქ მსახიობთან ჰქონდა რომანი, თუმცა ოჯახი ჯერ არ შეუქმნია.