"საქმე იქამდე არ მიგვიყვანია, რომ ტრაგედია დატრიალებულიყო" ჩვენს ქვეყანაში ზოგჯერ დასაქმებულებიც ისეთივე დაუცველები არიან, როგორც უმუშევრები. უკვე მეთორმეტე დღეა, რაც 37 წლის უჩა ხვთისიაშვილი საქართველოს რკინიგზის შენობასთან შიმშილობს. ის რკინიგზის სხვა თანამშრომლებთან ერთად თავისი შრომითი უფლებებისთვის იბრძვის და ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვს. სამსახურში უჩა სარკინიგზო რელსის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი - სწორედ ის და მისი კოლეგები ზრუნავენ, რომ მატარებელმა რელსზე უსაფრთხოდ იმოძრაოს და ტრაგედიები თავიდან აიცილოს.
ხვთისიაშვილი ამბობს, რომ კახეთიდან სამუშაო ადგილი თვითნებურად შეუცვალეს - კახეთიდან მარნეულში გადაიყვანეს. ამისთვის არც საცხოვრებელი ადგილი გამოუყვიათ და არც დამატებითი ანაზღაურება, რომ უცხო სახლიდან შორს გადახვეწილს საცხოვრებელი მაინც ექირავა...
უჩა 2 შვილის მამაა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, mshoblebi.ge უჩა ხვთისიაშვილს გაესაუბრა.
- გურჯაანში ვცხოვრობ. მყავს ორი შვილი 14 წლის და 8 წლის ბიჭები. ოჯახში სულ 4 წევრი ვართ. ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო მე ვიყავი. ჩემი შიმშილობის დროს ცოლს და შვილებს ყურადღებას ჩემი მშობლები აქცევენ. გარდა ჩემი ხელფასისა, ჩემს ოჯახს ფინანსურად არავინ ეხმარება. სამწუხაროდ, არ მაქვს სოფლის მეურნეობა. არ იყო ადვილი სამსახურიდან მიღებული 500 ლარიანი ხელფასით ოჯახის რჩენა, მაგრამ თუ რკინიგზა არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას და არ დაგვაბრუნებს სამსახურში, ჩემი ოჯახი საერთოდ საარსებო წყაროს გარეშე დარჩება.
- როგორ მოხვდით საქართველოს რკინიგზაში?
- 13 წელია, რაც საქართველოს რკინიგზაში ვმუშაობ. აღმოსავლეთ სალიანდაგო დეფექტოსკოპიის ოპერატორის თანაშემწედ. ჯერ მუშად მივედი კოლონაში.შემდეგ გადავედი საოსტატოში და მალევე მოვხდი ამ სამსახურში. თბილისის სამმართველოში კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გავიარე და გავაგარძელე აღმოსავლეთ სალიანდაგოში მუშაობა და ვემსახურებოდი უსაფრთხოებას. პირდაპირ რელსის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული ჩემი სამსახური. კონკრეტულად მე ვამოწმებდი რელსებს. მევალებოდა დეფექტების აღმოჩენა და აღმოფხვრა, სანამ რელსი დაზიანდებოდა. იყო შემთხვევა, როცა დაუყვნებლივ უნდა გამოგვესწორებინა დეფექტები, რადგან მოძრავი შემადგენლობის გავლის პერიოდი იყო. ასეთი შემთხვევებისთვის მზად ვიყავით, რადგან ჩვენი სამსახური სწორედ ამას გვავალებდა. ყოველ შემთხვევაში საქმე იქამდე არ მიგვიყვანია, რომ ტრაგედია დატრიალებულიყო. ყოფილა შემთხვევა, მოძრავი შემადგენლობაც შეგვიჩერებია და გამოგვიძახებია ჯგუფი, რომელსაც ევალებოდა შერემონტება.
- რომელ საათზე იწყებოდა თქვენი სამუშაო დღე?
- დილის 8 საათზე იწყებოდა და დღის 5 საათამდე, მთელი დღის განმავლობაში მიწევდა ღია ცის ქვეშ მუშაობა, თოვლში, თუ ქარში. რკინიგზელებისთვის ცუდი და კარგი ამინდი არ არსებობს. რკინიგზაში ისეთი სამუშაო პირობებია, ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება ნებისმიერს შეეხოს. დღე და ღამე გარეთ რომ არის ადამიანი, ჯანმრთელობის გაუარესებას წინ რა დაუდგება. ახლაგაზრდა, რომ ვარ ალბათ იმიტომ ვერ ვიმჩნევ ჯანმრთელობის პრობლემებს.
- როგორი სამუშაო გარემო იყო რკინიგზაში ?
- ადამიანის, მუშის უფლებები ყოველთვის ირღვეოდა. დაბალი დონის თანამშრომლის უფლებები ყოველთვის დარღვეულია და მუშას არ ააქვს ხმის ამოღების უფლება. ბოლო წლებში მდგომარეობა ამ მხრივ უფრო გაუარესდა. მიუეხედავად არსებული პრობლემებისა, სამსახურის შეცვლაზე არ მიფიქრია, რადგან რკინიგზაში მუშაობას შევეჩვიე. მომწონდა ჩემი პროფესია და ის საქმე, რასაც ვაკეთებდი.
ახლა, როცა არ არის თქვენი სამუშაოს ბედი გადაწყვეტილი. როგორ გეგმავთ ოჯახის რჩენას ?
აგერ ვზივარ და სანამ არ დამაკმაყოფილებენ არ წავალ აქედან. თუ ქვეყანა დაინგრა და მაინც არ დაგვაკმაყოფილეს, მოვნახავ სხვა სამუშაოს. რკინიგზის ადმინისტრაცია უსამართლოა, ტყუილების ბუდეა . სიცრუეზეა აწყობილი რკინიგზის სამსახური.
- ოჯახის წევრები ახერხებენ, თუ არა თქვენს მონახულებას ?
- 11 დღეა შვილები არ მინახავს, მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტები. მეუბნებიან: ,,ნაძირლები გადააგდე და მოდი სახლში".
- სახელფასო დანამატი მიგიღიათ როდესმე?
- აი, მაგას ვითხოვდით ზუსტად. ორივე გაფიცვაზე, 2013 და 2014 წელს. 13 წლის განმავლობაში ერთადერთხელ დამერცხა ხელფასზე 100 ლარით თუ 140 ლარით მეტი, თუ ზუსტად მახსოვს. ყვითელი პროფკავშირების წევრი ვინც იყო, იმათ ურიცხავდნენ პრემიებს. ჩვენ არა. რკინიგზის დეპარტამენტმა თვითონ ჩამოაყალიბა ყვითელი პროფკავშირი, რომელშიც გაწევრებას ხალხს აძალებდნენ. ეს არის პროფკავშირი, რომელიც ყოველთვის ადმინისტრაციის უფლებებს იცავს და საერთოდ არ ახსენდება მუშის უფლებები. მანდ თანამშრომლების 99 პროცენტი დაშინებით გააწევრიანეს.
მეორე გაფიცვაზე ზოგადად დაიწყეს საპრემიერო სისიტემა. სამწუხაროდ, ისეთი მექანიზმი აამუშავეს, თანამშრომლების გარკვეული ნაწილი იღებდა კვარტლურად სახელფასო დანამატს. იყო ნაწილი თამნამშრომლების, რომლებიც საერთოდ ვერ იღებდნენ სხაელფასო დანამატებს. 2013 წელს და 2014 წელს რკინიგზელების მასიურ გაფიცვაზე მოთხოვნები იყო კოლეგიური ხელშეკრულება, ხელფასის გაცემისას სტაჟის გათვალისწინება,შომითი უფლებების დაცვა, თუმცა ჩვენდა საკითილდღეოდ არაფერი შეცვლილია.
რუსკა კილასონია