გამაოგნებელი ამბავი ბავშვებისა, რომლებიც განცხადების საშუალებით გაყიდეს
გამაოგნებელი ამბავი ბავშვებისა, რომლებიც განცხადების საშუალებით გაყიდეს
ეს ფოტო 1948 წლის 28 აგვისტოს არის გადაღებული. 2-დან 6 წლამდე ასაკის 4 ბავშვი სახლის კიბეებზე პოზირებს. მათ უკან ფოტოზე ჩანს ბავშვების დედა 24 წლის ლუსი ჩალიფუქსი. მორცხვად იფარებს სახეზე ხელს. მარჯვენა კუთხეში განცხადებაა - "იყიდება ბავშვები". ფოტოს ყურებისას ალბათ გაიფიქრებთ, რომ ეს ვიღაცის ხუმრობაა. ბოლოს და ბოლოს, ამერიკაში ასეთი რამ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო, ასე ღიად და უკანონოდ? 

ასევე ფიქრობდნენ ამერიკელებიც, რომლებიც ოჯახს სამსახურს და თავშესაფარს სთავაზობდნენ. თუმცა რამდენიმე წელიწადში ბავშვები მართლაც გაყიდეს - იმ დროს, ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე თვეში,
ლუსის უკვე მეხუთე ბავშვი ჰყავდა.

ამ არაადამიანური საქციელის მიზეზი გახდა ოჯახის მამის, 40 წლის რეი ჩალიფუქსის უმუშევრობა. ოჯახი ვეღარ იხდიდა სახლის ქირას, რითაც სახლის პატრონი გამოსახლებით ემუქრებოდა. ცოლ-ქმარმა გამოსავალი მოძებნა - გაეყიდათ ბავშვები, რათა ისინი შიმშილისა და წვალებისგან ეხსნათ.

მრავალი წლის შემდეგ ჟურნალისტებმა მოძებნეს გაყიდული ბავშვები და გაიგეს თუ რა ბედი ეწიათ, მათ.

მილტონი (ფოტოზე ის 4 წლისაა). გაყიდეს დასთან ერთად.
проданные дети
ფოტოს გამოქვეყნებიდან 2 წელიწადში და-ძმა იყიდა ფერმერმა ცოლ-ქმარმა ჯონ და რუტ ზოეტმანებმა.

მილტონი იხსენებს: "პირველივე დღეს ჯონმა მცემა, შემდეგ სარდაფში მიმიჩინა ადგილი და მითხრა: "დღეიდან
ჩემი მონა იქნები". "- თანახმა ვარ", - ვუპასუხე მე.

რუთმა (ჯონის ცოლმა) ჩამომბანა ნაცემი ადგილები, ჩამეხუტა და მითხრა: "შენ ჩემი პატარა ბიჭუნა იქნები". მიუხედავად მისი მხარდაჭერისა, ჩემი ცემა მაინც არ შეუწყვეტია ჯონს".

დღისით ბიჭი მინდორში მუშაობდა, ღამე კი უმცროს დასთან ერთად სარდაფში ცხოვრობდა.  

ცემა და საშინელი მოპყრობა გრძელდებოდა მანამ, სანამ მილტონი დეიდასთან და ბიძასთან არ გადავიდა საცხოვრებლად. შემდეგ სოციალურმა მუშაკმა ის სხვა ოჯახზე გააშვილა. როდესაც გაიზარდა, აგრესიული და უხეში გახდა. მან ხეზე აისროლა პოლიციელი, რომელმაც ერთ-ერთი ინციდენტის დროს მას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მილტონი სასამართლომ საზოგადოებისთვის საშიშად სცნო და შიზოფრენიის დიაგნოზით სამკურნალოდ ფსიქიატრიულ საავადმყოოში მოათავსეს.

კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ  არიზონაში დასახლდა და დაქორწინდა.

დედას მხოლოდ ერთხელ შეხვდა. ერთი თვე იცხოვრეს ერთად. ლუსის ახალ ქმართან შელაპარაკება მოუვიდა და ქალმა ის სახლიდან გააგდო. ლუსი იმ დროისათვის სხვა კაცთან ცხოვრობდა და მასთან 4 შვილი გაეჩინა. "დედაჩემს არასოდეს ვყვარებივარ. არც ერთხელ არ მოუხდია ბოდიში ჩადენილი დანაშაულისთვის", - იხსენებს მილტონი.

რეი ანა (ფოტოზე 5 წლისაა) გაყიდული იქნა 200 $-ად.
продали ребенка
დღემდე შენახული აქვს კაბა, რომელიც გაყიდვის დღეს ეცვა. მას არ აქვს არანაირი საბუთი იმისა, რომ გაყიდეს ან იშვილეს. მას არ ახსოვს დღე, როდესაც ეს ავბედითი ფოტო გადაუღეს. ამბობს, რომ გაიზარდა გარემოში, სადაც სიყვარული არ არსებობდა. 17 წლის ასაკში რეი ანა მოიტაცეს და გააუპატიურას. ის დაფეხმძიმდა. როდესაც ეს ამბავი ახალმა ოჯახმა შეიტყო, მარტოხელა დედათა თავშესაფარში გაგზავნეს. გაუჩნდა გოგონა, რომელიც შემდგომ წაართვეს.

რეი ანა იხსენებს: "გვაბამდნენ და გვაიძულებდნენ ყანაში მუშაობას".
რამდენიმე წლის წინ რეი ანამ თავისი და-ძმების მოძებნა დაიწყო. ამაში შვილიც დაეხმარა. 21 წლის ასაკში შეხვდა დედას. მილტონის მსგავსად, ისიც განსაკუთრებული სითბოს გარეშე იხსენებს დედასთან შეხვედრის წუთებს. დედას არ ჰქონია სინანულის გრძნობა.

ლანა (ფოტოზე ყველაზე უფროსია)
როგორ წარიმართა მისი ცხოვრება - უცნობია. იგი გარგდაიცვალა სიმსივნით. ამის შესახებ ინფორმაცია რეი ანამ მოიპოვა.

სიუ ელენი (ფოტოზე 2 წლისაა)
торговля детьми
როდესაც 70 წლის რეიანამ მოძებნა თავისი უმცროსი და, იგი იტანჯებოდა სიმსივნით და აღარ შეეძლო ლაპარაკი. მას ძალიან გაუხარდა დასთან შეხვედრა. ფურცელზე დაწერა: "დედა უნდა იწვოდეს ჯოჯოხეთში".

დევიდი (ფოტოს გადაღებისას ჯერ არ იყო დაბადებული)
проданные дети судьба
ბიჭი დაიბადა 1949 წელს და ოფიციალურად იშვილა მაკ დენიელის ოჯახმა. მათ არ უჩნდებოდათ ბავშვი. ბიჭი იმ ფერმის შორიახლოს ცხოვრობდა, სადაც მილტონი და რეი ანა იზრდებოდნენ. დევიდის ახალი მშობლები მორწმუნეები იყვნენ და ცდილობდნენ ბიჭისთვის ქრისტიანული მორალი ესწავლებინათ. როდესაც 16 წლის შესრულდა, სახლიდან გაიპარა და 20 წელი სამხედრო სამსახურში მსახურობდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ, ტრაილერის მძღოლად მუშაობდა.

სანამ გაიზრდებოდა, დევიდმა ერთხელ ნახა დედა. მაშინ მან უთხრა, რომ ძალიან ჰგავდა მამას. არც დევიდის წინაშე მოუხდია ბოდიში.

"ბოლოს და ბოლოს ვინ ვართ, რომ ვინმე განვსაჯოთ. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას. იქნებ დედას არ სურდა, რომ იმ პირობებში დავხოცილიყავით. იქნებ უკეთესი უნდოდა ჩვენთვის?" - ამბობს დევიდი.
5003
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ჰანნა
0
ასეთი არცერთი ქალი არ იმსახურებს ყავდეს შვილი რომ მერე ის შვილიც არ დაღუპონ თავიანთი სიშტერით და ცივსისხლიანობით როგორც ეს საწყალი ბავშვები; გული დამეწვა
10:34 / 31-08-2017
მსგავსი სიახლეები