თათია შარანგიას ნუნუკა თამაზაშვილმა მოუნათლა ბავშვი
თათია შარანგიას ნუნუკა თამაზაშვილმა მოუნათლა ბავშვი
პიანისტი თათია შარანგია და მისი მეუღლე სანდრო შელია ცოტა ხნის წინ გახდნენ ბედნიერი მშობლები - თათიას მესამე შვილი შეეძინა, სანდროს - მეორე, თუმცა მათთვის პატარა ანდრია პირველი საერთო შვილია. როგორც გაირკვა, ანდრია დღეს გაქრისტიანდა და მისი ერთ-ერთი ნათლია ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილია. მის გარდა ნათლიები არიან წყვილის მეგობრები - ქეთი მეფარიშვილი, თეო ონიაშვილი და ირაკლი ენუქიძე:

"მარიამობას გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო!!! ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ უკლებლივ ყველას!
ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარ
და და სწორედ ამიტომ დღეს გავაქრისტიანეთ ჩვენი ანდრია. ადამიანის ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი დღეა. და მით უფრო აღიქვამს ამას მშობელი! სასიამოვნოდ ემოციური დღე იყო ჩვენთვის! უბედნიერესი ვარ, რომ მონათლულია ჩვენი პატარა ადამიანი! მოხარული ვარ, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან მისი ნათლიები!
მადლობა მათ იმ სიყვარულისთვის, რაც დღეს აგრძნობინეს ჩვენს ოჯახს და ეს მხოლოდ დასაწყისია იმ გრძელი და თბილი გზის, რასაც ნათესაობა და ოჯახის წევრობა ჰქვია..."

ასევე იხილეთ: როგორ იხსენებს თათია შარანგია არც ისე ადვილ მესამე მშობიარობას
2592
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?