რამდენმა ოჯახმა ვერ მოახერხა დასასვენებლად ბავშვების ქალაქიდან გაყვანა და რატომ? - მშობლები

რამდენმა ოჯახმა ვერ მოახერხა დასასვენებლად ბავშვების ქალაქიდან გაყვანა და რატომ?

2017-08-29 19:16:02+04:00

მშობელთა გამოკითხვა საქართველოში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების 42,2%-მა ბავშვების დასასვენებლად წაყვანა ვერ მოახერხა. ეს ინფორმაცია მშობელთათვის განკუთვნილი ვებგვერდის mshoblebi.ge -ს მიერ ჩატარებული გამოკითხვას ეყრდნობა.

254 გამოკითხული მშობლიდან 100-მა განაცხადა, რომ სიძვირის გამო ვერ ახერხებს ბავშვების ქალაქიდან გაყვანას, 7-მა კი ამის მიზეზად უდროობა დაასახელა.

28% მხოლოდ სოფელში ისვენებს, რადგან კურორტებზე წასავლელი სახსრები არ გააჩნია.

რაც შეეხება დასასვენებელ ხარჯებს, გამოკითხული მშობლების 18.1% დაახლოებით 1000 ლარს ხარჯავს, 4,5% კი 500-600 ლარით ახერხებს დასვენებას.

მშობლებისთვის განკუთვნილი საიტი mshoblebi.ge 2014 წლიდან ფუნქციონირებს და დღეში საშუალოდ, 35- 40 ათასი მკითხველი ჰყავს. გამოკითხვა სწორედ მკითხველ მშობლებს შორის ტარდება

იხილეთ სხვა გამოკითხვის შედეგებიც:

ბოლოს როდის გითხრათ მეუღლემ, რომ უყვარხართ?

რამდენად ხშირად ღალატობენ ქართველი მეუღლეები ერთმანეთს

სხვა გამოკითხვები