„ჩემს ორ შვილს, იკას და ციბუს შეხვდათ საშინელი ვირუსი, რომელიც მთელ თურქეთში და აჭარის რეგიონშია გავრცელებული" ცოტა ხნის წინ ვწერდით ვირუსის შესახებ, რომელიც განსაკუთრებულად თურქეთის კურორტებზე გავრცელდა და ტურისტები მასობრივად ტოვებდნენ სანაპიროებს (იხილეთ სტატია).
აღმოჩნდა, ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით დაავადდნენ სალომე გოგიაშვილის შვილებიც, ასევე თურქეთის კურორტზე ყოფნისას. ამის შესახებ სალომემ ჯერ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა და შემდეგ ჟურნალ "სარკესთანაც" ისაუბრა:
"ჩემს ორ შვილს, იკას და ციბუს შეხვდათ საშინელი ვირუსი, რომელიც მთელ თურქეთში და აჭარის რეგიონშია გავრცელებული. ამ ვირუსს ახასიათებს მაღალი სიცხე და წითელი გამონაყარი, ბატონებს ჰგავს. ახლა კრიზისი დაძლეულია. ვირუსი ჯერ იკას შეხვდა. ბავშვს 40 გრადუსზე აუვარდა სიცხე, დაეწყო კანკალი, ჯოჯოხეთი გამოვიარე… აეროპორტიდან პირდაპირ საავადმყოფოში წავედი. იკა გამოკეთდა, რამდენიმე დღის წინ კი ციბუს დაეწყო. ახლა ვუყურებ, ჩემს ორივე შვილს როგორ უკეთებენ გადასხმას", - ამბობს სალომე, რომელიც ვირუსის გამო თბილისში დაბრუნდა.
"გუშინ სასწრაფოდ უკან დავბრუნდი თბილისში. სამწუხაროდ, საშინელი ვირუსის გამო, რომელიც ჩემ შვილს დაემართა, უკან წამოსვლა მომიწია... აეროპორტში ქართველები რომ დავინახე, ცოტა მომეშვა მაინც, იმედი მომეცა, მაგრამ სულ ტყუილად - რიგის გამო ყელს გამოგჭრიან. რა ბავშვი, რა სიცხე?! კაცმა, რომელიც ჩემს უკან იდგა, ჩვეულებრივად ჩამწია თავისი ჩემოდნებით და თან მითხრა, დაკავებული მქონდა რიგიო... მერე იგივე რუსის მამრმა იკადრა, ვერ გაგატარებთ, მე ვიდექი და ჩემი ახლობლებიო... მაგრამ როგორც ყოველთვის, ვიღაც ჩანს კეთილი და ღვთისნიერი და ისიც ჩემს გვერდზე აღმოჩნდა - ბაბუა, რომელმაც ბავშვიც კი გამომართვა, რომ არ მეწვალა... ძალიან დამეხმარა. სამწუხაროდ, ისეთი დაბნეული ვიყავი, სახელიც ვერ ვკითხე, თუმცა გულით მადლობა მას კიდევ მილიონჯერ ასეთი დახმარებისთვის... მე ასეთი ბაბუა მყავდა, მამა, ბიძა და მეგობრები, რომლებითაც ვამაყობ - აი, რით იწყება სიმდიდრე, რომელიც გუშინ კიდევ უფრო დავაფასე...", - წერდა სალომე ფეისბუქზე, დაბრუნების შემდეგ.
ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას სალომეს ოჯახის წევრებს, თქვენ კი შეგიძლიათ გაეცნოთ ექიმის რეკომენდაციებს კოქსაკის ვირუსთან დაკავშირებით.