ნათლიის არჩევა ბავშვის მთელ მომავალ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ქრისტიანულ სამყაროში ბავშვის ნათლობა მთელი ოჯახისთვის წმინდა დღესასწაულია. ამ დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა თავად ნათლიის არჩევას აქვს.
ნათლიდედა და ნათლიმამა ის ადამიანები არიან, რომლებიც პატარას სულიერი ცხოვრების დაწყებაში და ცდუნებების დაძლევაში უნდა დეხმარნონ. აქედან გამომდინარე, ნათლიის არჩევა ბავშვის მთელ მომავალ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს.
არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთა ნათლიად არჩევა არ შეიძლება ან არ არის რეკომენდებული. ასეთებია:
1. გოგონა 14 წელზე ნაკლები ასაკის და ბიჭი - 15 წელზე ნაკლები ასაკის. სხვა ადამიანის სულიერი აღზრდით დაკავება მხოლოდ ამ ასაკის მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი.
2. ბერი ან მონაზონი.
3. ფსიქიურად დაავადებული ადამიანი.
4. რეკომენდებული არ არის ნათლიებად ცოლ-ქმრის არჩევა. აქედან გამომდინარე, ერთი ბავშვის ნათლიებს შორის ქორწინებაც იკრძალება.
5. ნათლიები ვერ იქნებიან ასევე ბავშვის ბიოლოგიური დედა და მამა.
არსებობს ასევე ცრურწმენები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გავლენას ახდენს ნათლიის არჩევაზე: განაგრძეთ კითხვა