მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და ნანიკო კლდიაშვილი სექტემბერში დაქორწინდნენ დიზაინერ მაკა ასათიანის ულამაზესი რძალი ნანიკო კლდიაშვილი 4 ნოემბერს "მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე" გამოვიდა. ნანიკომ მონაწილეობა მიიღო დიზაინერ ჯაბა დიასამიძის გამორჩეულ ჩვენებაში.
ჯაბა დიასამიძის შთამბეჭდავი ჩვენების შესახებ დაწერა მოდურმა გამოცემა Vogue-მა.
"ჯაბა დიასამიძემ თბილისის ყველაზე გამორჩეული ქალები შეკრიბა პოდიუმზე. ამ ქალებს უყვართ პარიზში მოღვაწე ქართველი დიზაინერის დრამატული, ინტიმური შოუები. ამ სეზონზე დიასამიძემ განსაკუთრებული მიდგომა გამოავლინა მოდელების მიმართ - ის თითოეულს ხვდებოდა და მიაცილებდა პოდიუმისკენ" - წერს ჩვენების შესახებ გამოცემა და ფოტოებსაც აქვეყნებს. მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და ნანიკო კლდიაშვილი სექტემბერში დაქორწინდნენ. წყვილი ორი წლის წინ დაინიშნა, სექტემბერში კი მათ ჯვარი დაიწერეს და ქორწილი გადაიხადეს. აღსანიშნავია, რომ ნანიკოს ქორწილშიც ჯაბა დიასამიძის კაბა ეცვა. განაგრძეთ კითხვა