"არ მჯერა, ამას რომ ვწერ!" გუშინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობ გიორგი მახარაძეს, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებში“ მაქსიმეს როლს თამაშობს, სიმსივნე დაუდგინდა. ამ სამწუხარო ინფორმაციამ უცებ მოიცვა სოციალური ქსელი, გაერთიანდა ყველა. ცნობილი სახეები, უცნობები, თუ მეგობრები, ყველა ერთხმად ამხენევებს გიორგის და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს, რომელზეც მისი გამოჯანმრთელებისთვის საჭირო თანხის შეგროვება უნდა მოხდეს. გიორგის ამბით შეწუხებული გია როინიშვილი, რომელიც მისი ყოფილი სიმამარია, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მას ფეიქბუქით მიმართა:
"გვერდით მიგულე გიორგი, არ შეგეშინდეს! ყველაფერი კარგად იქნება!"
მარიშკა ჯავახაძე:
"ჩემს უნიჭიერეს, უსაყვარლეს და უკეთილეს მახარას ჩვენი დახმარება სჭირდება. ძალიან გთხოვთ ყველას, ვისაც რისი საშუალებაც გაქვთ დავუდგეთ გვერდით".
ნანუკა გულუა:
"ჩემი უკარგესი, უნიჭიერესი და #1 ბიჭი! ყველაფერი კარგად გვექნება, ზუსტად ვიცი! მეგობრებო, მთელი არსებით გთხოვთ, დავეხმაროთ ძალიან საამაყო ბიჭს!"
რუსკა მაყაშვილი:
"SOS!!!!!! არ მჯერა, ამას რომ ვწერ!! მეგობრებო, ძალიან მაგარ ბიჭს, სუპერმსახიობს გიორგი მახარაძეს (მახარას) დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე. ძალიან გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ამ ანგარიშის ნომერზე, იმისათვის, რომ გიორგიმ მკურნალობა შეძლოს.
დიდი მადლობა ყველას.
(რეკვიზიტები)
TBC ბანკი
TBCBGE22
მიმღების დასახელება:
თეონა ჩივაძე
ანგარიშსწორების ანგარიში:
GE16TB7747845061100065"
მაგდა ჯოხაძე:
"ნუ იქნები გულგრილი! იმაზე დიდი სიკეთე, მადლი არაფერია, აჩუქო ადამიანს სიცოცხლე. ერთად მთებს დავძრავთ!ყოველ თეთრს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს..."
თეკლა ჟვანია